რატომ დააკავეს დეპუტატი კარბელაშვილი შუა ღამისას - შსს განმარტებას აკეთებს

რატომ დააკავეს დეპუტატი კარბელაშვილი შუა ღამისას - შსს განმარტებას აკეთებს

ქვიშხეთში მომხდარი ინციდენტზე, რომლის დროსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანხმლები პირი დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, ქვიშხეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს მანქანა, რომელსაც მართავდა გიორგი კარბელაშვილი, მას მამაკაცი ახლდა.

"მათ ავტომანქანის გაჩერებისას პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მისი თანმხლები პირი დაკავებულია აღნიშნული მუხლის თანახმად, ხოლო კარბელაშვილი არ არის დაკავებული, ვინაიდან მას იმუნიტეტი იცავს", - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ