კარბელაშვილის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ: პრემიერის დავალებით ცხინვალისკენ გამიტაცეს, ჩემი ლიკვიდაცია სურდათ

კარბელაშვილის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ: პრემიერის დავალებით ცხინვალისკენ გამიტაცეს, ჩემი ლიკვიდაცია სურდათ

გიორგი კარბელაშვილი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდა. დეპუტატს ექსპერტიზა მისივე ინიციატივით ჩაუტარდა. როგორც კარბელაშვილი ამბობს, მას დაკავებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ექსპერტიზის პასუხი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

დეპუტატი "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის გატაცებული ჰყავდათ. მისი თქმით, კარბელაშვილი 6 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მოგვიანებით კი დეპუტატი განყოფილებაში მიიყვანეს.

გიორგი კარბელაშვილი ფიქრობს, რომ მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. ასევე მისი ინფორმაციით, მას რამდენიმე პოლიციელმა უთხრა, რომ ისინი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო დავალებით მოქმედებდნენ.

ინციდენტი ღამის პირველ საათზე სოფელ ქვიშხეთში მოხდა. მანქანით მყოფი დეპუტატი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა გააჩერა, რის შემდეგაც ის დააკავეს. კარბელაშვილი თავდაპირველად ოსიაურის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილია, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი რამდენიმესაათიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

საჭირო ბმულები მეტი ინფორმაციისთვის:

რას ამბობდა დაკავების მომენტში წელსზემოთ შიშველი, სავარაუდოდ მთვრალი დეპუტატი კარბელაშვილი

რატომ დააკავეს დეპუტატი კარბელაშვილი შუა ღამისას - შსს განმარტებას აკეთებს

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."