კარბელაშვილის პროფესიული გზა: რას საქმიანობდა დეპუტატი, რომელმაც საზოგადოებას პატრულთან ინციდენტით შეახსენა თავი

კარბელაშვილის პროფესიული გზა: რას საქმიანობდა დეპუტატი, რომელმაც საზოგადოებას პატრულთან ინციდენტით შეახსენა თავი

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კარბელაშვილი აცხადებს, რომ პატრულის მიერ მის დროებით დაკავებას პოლიტიკური მოტივი ჰქონდა. დაკავების მომენტში კარბელაშვილი ადასტურებდა, რომ ის საქეიფოდ იმყოფებოდა [მეტი], დღეს დილით გაკეთებულ კომენტარში კი აღნიშნავს, რომ 6 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ და ცხინვალის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, მოგვიანებით კი დეპუტატი განყოფილებაში მიიყვანეს. გიორგი კარბელაშვილი ფიქრობს, რომ მისი ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი [მეტი].

AMBEBI.GE-მ დეპუტატ კარბელაშვილის პროფესიულ გზას გადაავლო თვალი.

დაბადების თარიღი - 1962-05-03

საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი

კვალიფიკაცია - ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერი

სპეციალობა - მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობა

სამუშაო/პოზიცია - ტელერადიოკომიტეტის ელექტრომექანიკოსი (1979 - 1980)

სამუშაო/პოზიცია - თბილისის სატელეფონო კვანძის ელექტრომექანიკოსი (1980 - 1983)

სამუშაო/პოზიცია - რადიოფიკაციის რესპუბლიკური კვანძის ელექტრომექანიკოსი, ინჟინერი, უფროსი ინჟინერი (1983 - 1990)

სამუშაო/პოზიცია - სამხედრო სავალდებულო სამსახური (1986 - 1988)

სამუშაო/პოზიცია - საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროს ელ.კავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსი (1990 - 1992)

სამუშაო/პოზიცია - ფრანგულ-რუსული ერთობლივი ფირმის "mostbl"ltd ტექნიკური კონსულტანტი (1992 - 1996)

სამუშაო/პოზიცია - შპს "ტელეცენტრის" გენერალური დერექტორის მოადგილე (1996 - 1998)

სამუშაო/პოზიცია - საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე (1998 - 2000)

სამუშაო/პოზიცია - საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე (2000 - 2002)

სამუშაო/პოზიცია - თბილისის მერია, პრემიერის მოადგილე (2002 - 2004)

სამუშაო/პოზიცია - შპს "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2004 - 2012)

სამუშაო/პოზიცია - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე (2008 - 2008)

სამუშაო/პოზიცია - საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე (2009 - 2009)

სამუშაო/პოზიცია - ტრასეკას სამთავრობოთშორისი კომისიის ეროვნული მდივანი საქართველოში (2011 - 2012)

საარჩევნო ფორმა - პარტიული სიით

საარჩევნო ბლოკი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“

საპარლამენტო საქმიანობა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ფრაქციის წევრი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ბელორუსის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. საუდის არაბეთის სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ერაყის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ქუვეითის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი - მეგობრობის ჯგუფის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ქვიშხეთში მომხდარი ინციდენტზე, რომლის დროსაც პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანხმლები პირი დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

უწყების ინფორმაციით, ქვიშხეთის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო წესების დარღვევის გამო გააჩერეს მანქანა, რომელსაც მართავდა გიორგი კარბელაშვილი, მას მამაკაცი ახლდა.

"მათ ავტომანქანის გაჩერებისას პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწლით დაიწყო, რაც პოლიციელისთვის სამსახურებრივი მოვალეობის დროს წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. მისი თანმხლები პირი დაკავებულია აღნიშნული მუხლის თანახმად, ხოლო კარბელაშვილი არ არის დაკავებული, ვინაიდან მას იმუნიტეტი იცავს", - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

სრული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით იხილეთ თეგზე #გიორგი კარბელაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."