"ამან გამოიწვია პოლიციის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან" - რას ყვება გოკა გაბაშვილი სკანდალურ ინციდენტზე

"ამან გამოიწვია პოლიციის შეხლა-შემოხლა კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან" - რას ყვება გოკა გაბაშვილი სკანდალურ ინციდენტზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გოკა გაბაშვილი დეპუტატ გიორგი კარბელაშვილთან დაკავშირებით გუშინ მომხდარ ინციდენტს დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს.

როგორც გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გიორგი კარბელაშვილი ომში დაღუპული გმირის დავით ბლიაძის მოსახსენიებელ საღამოზე იმყოფებოდა.

"ის, რაც გუშინ მოხდა, ყველაფერი ეს გვეგონებოდა ჩვეულებრივი საპოლიციო შემოწმება, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ცხადია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია, რადგან პოლიცია იყო არა უბრალოდ შემმოწმებელი, არამედ ხაზგასმით აგრესიული. როგორც ჩანს, მათ იცოდნენ, რომ ეს საღამო იმართებოდა და იქ იმყოფებოდა ჩვენი დეპუტატი. აგრესიული იყო პოლიცია, რომელმაც გამოიწვია შეხლა-შემოხლა გიორგი კარბელაშვილსა და გმირის ბიძაშვილთან. ამის შემდეგ ისინი დააკავეს, მათზე მოახდინეს ფიზიკური ზეწოლა, ძალადობა და მთელი ღამის განმავლობაში ვერ ვარკვევდით, რა ხდებოდა. პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ბარამიძე იმყოფებოდა იქ, რომელიც არ შეუშვეს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, გუშინდელი ინციდენტი არის აშკარა პროვოკაცია, უფლებამოსილების გადამეტება.

"ეს არის პროვოკაციები ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ; სამარცხვინო პროვოკაციაა, როცა საქმე ეხება ასეთ საღამოს, როცა საუბარია ჩვენს მებრძოლებზე, თანამებრძოლებზე. არავინ არ ითხოვს პრივილეგიებს, არავინ არ ითხოვს, არ იყოს შემოწმებული დეპუტატის გადაადგილება, მაგრამ იქ აშკარა პროვოკაცია იყო პოლიციელების მხრიდან", - განაცხადა გაბაშვილმა.

დეპუტატის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს საქმის გამოძიებას, დამნაშავე პოლიციელების დასჯას და ელგუჯა ბლიაძის გათავისუფლებას.

სრული ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით იხილეთ თეგზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."