რა ხდება ახლა "თბილისი მარიოტთან", სადაც ფანები "ბარსელონას" ფეხბურთელებს ელიან

რა ხდება ახლა "თბილისი მარიოტთან", სადაც ფანები "ბარსელონას" ფეხბურთელებს ელიან

სასტუმრო "თბილისი მარიოტთან" საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" გულშემატკივრები არიან შეკრებილი. როგორც ცნობილია, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ "ბარსელონას" ფეხბურთელები სწორედ "თბილისი მარიოტში" განთავსდებიან.

რუსთაველის გამზირზე, სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე იმყოფებიან კლუბის გულშემატკივრები. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. შეზღუდვებია დაწესებული ავტომობილით გადაადგილებაზე.

"ბარსელონა"-"სევილია" ერთმანეთს საქართველოს დედაქალაქში ხვალ დაუპირისპირდებიან. სუპერთასის მატჩი "დინამო არენაზე" 22.45 საათზე გაიმართება.

ასევე ნახეთ| საფეხბურთო კლუბი "ბარსელონა" უკვე თბილისშია - პაპარაცული ფოტოები აეროპორტიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია