"შენი დედა მოვტყ...თქო, ვინც ეს დაგავალა" - შსს მთვრალი კარბელაშვილის დაკავების კადრებს ასაჯაროებს

"შენი დედა მოვტყ...თქო, ვინც ეს დაგავალა" - შსს მთვრალი კარბელაშვილის დაკავების კადრებს ასაჯაროებს

შსს-მ გაავცელა კადრები, რომელშიც დეპუტატ კარბელაშვილსა და სამართალდამცავებს შორის დიალოგია წარმოდგენილი.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ 9 აგვისტოს ბორჯომი-თბილისის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას, რომელიც გადაღებულია საპატრულო პოლიციის სამხრე ვიდეოკამერით და საპატრულო ავტომანქანის ვიდეორეგისტრატორით. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი საპატრულო ეკიპაჟის წევრებს, ასევე, ისინი ხელს უშლიან პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში.

გიორგი კარბელაშვილის განცხადებები, თითქოს ის ექვსმა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და გაიტაცა, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, გათიშეს და მაისური შემოახიეს, სიმართლეს არ შეესაბამება", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ვიდეჩანაწერში ისმის, რომ დეპუტატი ფრაზებს "შენი დედა მოვტყ...თქო, ვინც ეს დაგავალა" რამდენიმეჯერ იმეორებს, ამასთან სამართალდამცავებთან საუბრისას ადასტურებს, რომ ნასვამია.

იხილეთ სტატიის ინგლისური ვერსია + ვიდეო

იხილეთ ვიდეო

მეტი ინფორმაციისთვის| კარბელაშვილის პირველი კომენტარი დაკავების შემდეგ: პრემიერის დავალებით ცხინვალისკენ გამიტაცეს, ჩემი ლიკვიდაცია სურდათ

ასევე იხილეთ| როგორ ეხმაურებიან "ნაციონალები" თანაპარტიელის სკანდალს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ