უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, ნაძალადევის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ქვიშხეთის, ვარდისუბნის, მუხრანის, ქსნის, ღრმაღელეს, არბოს და ფეიქრების ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილსანერგე მეურნეობის, გვაზაურის, სამღერეთის, ინტერნატის, ფილიას და ხუდადოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის IV, V მიკრორაიონების, წერეთლის გამზირის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, აგლაძის, ბაგრატიონის და ქუთაისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, წულუკიძის, მაისურაძის, წულაძის, ციხისძირის, დიდგორის და ნინიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის, ტოვსტონოგოვის, 26 მაისის და კონსტიტუციის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ალექსანდრე დიუმას და პუშკინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის და აბულაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ცაგერის, შარტავას, დები იშხნელების, იოსებიძის, ლევანდოვსკის, ვოლოდარსკის, ვაზისუბნის, ზემო ვეძისის, ცხინვალის, მგალობლიშვილის, არდაზიანის, ლუქსემბურგის, ლვოვის, ონიაშილის, ოდესის და ჩერქეზიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია