"ურთულესი მეტოქე გვყავს" - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის წინასწარი შეფასებები ხვალინდელი მატჩის შესახებ

"ურთულესი მეტოქე გვყავს"  - "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის წინასწარი შეფასებები ხვალინდელი მატჩის შესახებ

ურთულესი მეტოქე გვყავს, ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ და დავიმსახურებთ თუ არა გამარჯვებას შემდეგ მატჩში, - ამის შესახებ დღეს, ევროპის სუპერთასის წინასამატჩო პრესკონფერენციაზე "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ფავორიტი. მნიშვნელოვანია, თუ ვინ რას გააკეთებს მოედანზე. "ხვალ რომ ამ თამაშს ვითამაშებთ, იმის ნიშანია, რომ გასულ სეზონში ბევრს მივაღწიეთ. სუპერთასის მატჩში უძლიერესი მეტოქე გვყავს. ვნახოთ, როგორ ვითამაშებთ და დავიმსახურებთ თუ არა გამარჯვებას. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ფავორიტი. მნიშვნელოვანია თუ რას გავაკეთებთ მოედანზე", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

კლუბის კაპიტნის, ანდრეს ინიესტას თქმით, ხვალინდელი თამაში "ბარსელონასთვის" იქნება რთული. თუმცა გუნდს საკმარისი გამოცდილება აქვს წარმატების მისაღწევად.

"ბევრს ჰგონია, რომ იოლად გავიმარჯვებთ. მაგრამ ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. ხვალ ძლიერი მეტოქე გვყავს. ჩვენ მეტოქეს ძალიან კარგად ვიცნობთ. ვიცით, რომ რთული თამაში გველის, თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს წარმატების მისაღწევად", - განაცხადა ინიესტამ.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მესისთან დაკავშირებით. ინიესტას თქმით, მესის გუნდში ყოფნა წარმატების გარანტიაა და ამის წყალობით გუნდს ბოლო წლებში ბევრი დიდი წარმატება ჰქონდა. ინიესტა იმედოვნებს, რომ ასევე გაგრძელდება მომავალში.

ინიესტამ რჩევა ქართველ დამწყებ ფეხბურთელებსაც მისცა. მისი თქმით, მონდომება, წარმატების სურვილი არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელისთვის. "საკუთარ შესაძლებლობებში დაჯერება, მონდომება, წარმატების სურვილი, რაც არ უნდა რთული იყოს, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელისთვის. ბევრი დაბრკოლება არის, მაგრამ მთავარი გამოწვევა უნდა იყოს მათი გადალახვა", - განაცხადა ინიესტამ.

კლუბის კიდევ ერთი ფეხბურთელის, დანი ალვეშის თქმით კი, კლუბი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. "მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კლუბს ახალი თასი შევმატოთ", - აღნიშნა ალვეშიმ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია