"მათ, ეკლესიის სახელით ცამეტი წლის ბავშვის სული ლაფში რომ ამოთხვარეს" - მამა პეტრე მორიგ მიმართვას ავრცელებს

"მათ, ეკლესიის სახელით ცამეტი წლის ბავშვის სული ლაფში რომ ამოთხვარეს" - მამა პეტრე მორიგ მიმართვას ავრცელებს

მამა პეტრე კოლხის მიერ, შვილის მდინარეზე გადაღებული ფოტოების გამოქვეყნებას "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოყვა. 13 წლის გოგონას ფოტოები ზოგიერთი ადამიანისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ მამა პეტრემ სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მიმართვა გაავრცელა.

"ვერავინ და ვერაფერი გამაჩუმებს. მორალისტებმა საკუთარ ცხოვრებას და ცდომილებებს მიხედონ. მაქსიმალური სიზუსტით შევეცადე ზღვა აგრესიისთვის არ მეპასუხა და ალბათ გამომივიდა. ძალიან მოვინდომე, თავისთვის კონტროლი გამეწია და თვალები დამეხუჭა. ბევრჯერ ვულანძღივართ უსამართლოდ და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ პატარა ბავშვს რომ გილანძღავენ, არ არის ადვილი მოსათმენი... ბევრი იტყვის, არ დაედო ფოტოები და არ გაილანძღებოდაო... მღვდლის შვილი იყო და იმიტომაც მოხდაო... მესმის, ზუსტად მესმის ერთიც და მეორეც... ოღონდ ვერ დავეთანხმები, რადგან არავის ეკითხება, ვინ რა ფოტოს დადებს კედელზე. რაც შეეხება მღვდლის შვილს - ეს წოდება სულაც არ არის არც პრივილეგია, არც სტატუსი და არც მითუმეტეს მემკვიდრეობით გადაცემული მადლით სავსე საგანძური... ჩემი მღვდლობით, უფლის წინაშე თავად ვაგებ პასუხს. ჩემს შვილს თავისი მოეთხოვება. სულ არ არის აუცილებელი მღვდლის შვილი აუცილებლად სასულიერო პირი გახდეს. ვიღაცას უნდა, ვიღაცას არ უნდა. ვიცი, ისიც, რომ მაინც კრძალვაა საჭირო... კრძალვა არავის აწყენდა. უპირველესად მათ, ეკლესიის სახელით ცამეტი წლის ბავშვის სული ლაფში რომ ამოთხვარეს. შემთხვევის ადგილზე რომ ყოფილიყვნენ, ეჭვი მაქვს მკვლელობასაც ჩაიდენდნენ... გამოდის პოტენციურ მკვლელებთან გვაქვს საქმე...

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ეკლესია, პატრიარქი, ხალხი...

მაქვს შინაგანი წინააღმდეგობებიც. თუ ამ სიბნელეს თავი ვერ დავაღწიეთ, მე ყველაფერს ავიტან, მაგრამ იგივეს არ მოვთხოვ ჩემს ოჯახს. ამიტომ იძულებული ვიქნები სხვა ქვეყანაში გადავიდეთ საცხოვრებლად. ეს გაქცევას არ ნიშნავს, პირიქით, ჩემი იდეისთვის ბრძოლას აქტიურ ფაზაში შევიყვან...", - წერს პეტრე კოლხი.

იხილეთ ასევე: "გული არაფერზე იტკინო... მე გზას გაგიკვალავ, შენ უკან გამომყევი" - მამა პეტრეს წერილი 13 წლის ქალიშვილს

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

გორში პატრულმა ქალბატონი სიკვდილს გადაარჩინა - "გზაზე დავარდნილი რომ შევნიშნეთ, თავიდან ავტოსაგზაო შემთხვევა გვეგონა"

პეტრე ცაავა  პატრიარქის ბრძანების შესრულებას არ აპირებს - რას ამბობს ყოფილი მიტროპოლიტი  პრემიერის განცხადებაზე