ავტორი:

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

"ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი 31 წლისაა" - აზარტული თამაშების წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ჩვენ სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული, მაგრამ თქვენ გვირღვევთ ამ უფლებას, მოეგეთ გონს და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯები, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელმა თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, რომელმაც ხელისუფლებას მიმართა.

მისი ინფორმაციით, 2019 წლის ივლისიდან დღემდე 17-მა ახალგაზრდამ მოიკლა თავი, მათგან ყველაზე უფროსი კი 31 წლისაა.

"ჩვენთან ახლა არის სანდრო ბერაძის ოჯახი, ვუსამძიმრებ მათ და მთელ საქართველოს. ჩვენმა ორგანიზაციამ 3 წელია სიღრმისეულად შევისწავლეთ ეს შავი ბიზნესი, რომელმაც შთანთქა ყველა სხვა ბიზნესი. ადამიანები ითხოვენ შველას, მაგრამ ჩვენ შველა არ შეგვიძლია, რადგან ვართ სამოქალაქო საზოგადოება. ამიტომ, მივმართავ მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს აზარტული თამაშები აღიაროთ საშიშ სენად, როგორც ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გააკეთა. ჩვენ სიცოცხლის უფლება კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული, მაგრამ თქვენ გვირღვევთ ამ უფლებას. მოეგეთ გონს და სასწრაფოდ გადადგით ნაბიჯები, - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.

რა ეტაპზეა გიორგი შაქარაშვილის სამძებრო სამუშაოები - "შეიქმნა საველე შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს"

"რთულია ამ წუთას აქ დგომა... ერთი წლის უკან ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა" - მაკო გომურის ემოციური მიმართვა აქციაზე

"შევხვდებით არჩევნებზე" - რუსთაველის გამზირზე აქცია ჰიმნით დასრულდა