გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის: "ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა..."

გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის: "ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა..."

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი ბოდიშს იხდის ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომისა და გინების გამო, საზოგადოებას უხსნის, თუ რა მოხდა ინციდენტის ღამეს, სამართალდამცავებს მისი თანამგზავრი მამაკაცის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, მის საქციელზე პრემიერის განცხადებას კი "უტაქტოს და არაკორექტულს" უწოდებს.

"ნება მომეცით, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო მომხდარი ინციდენტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული პოლიციელების ქმედება ატარებდა წინასწარგანზრახული პროვოკაციის ნიშნებს, ჩემს საქციელს - ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომას და გინებას - გამართლება არა აქვს და გულწრფელად ვნანობ.

ვალდებული ვარ, საზოგადოებას ავუხსნა, რა მოხდა. ყოველ წელს ცხრა აგვისტოს ქვიშხეთში აღვნიშნავთ ჩემი ოჯახის ომში გარდაცვლილი მეგობრის, დათო ბლიაძის წლისთავს. როგორც საზოგადოებამ ნახა, სუფრაზე დავლიე. რესტორნიდან გამოსვლისთანავე გამაჩერა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პატრულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. შედეგად, პოლიციამ დამაკავა და მთელი ღამე მატარებდა სხვადასხვა მიმართულებით. ერთ მომენტში ქვიშხეთში დაკავებული აღმოვჩნდი ნაჭარმაგევში და ვიფიქრე, რომ ცხინვალის მიმართულებით მივყავდით.

რაც შეეხება პრემიერმინისტრის მორიგ უტაქტო და არაკორექტულ განცხადებას [იხილეთ ღარიბაშვილის განცხადება], მასზე პასუხის გაცემა ზედმეტად მიმაჩნია.

დასასრულს, მინდა მოვუწოდო ყველას, გაათავისუფლონ ჩემი თანამგზავრი, გარდაცვლილი დავით ბლიაძის ბიძაშვილი ელგუჯა ბლიაძე, რომელსაც მომხდარში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის", - ნათქვამია კარბელაშვილის განცხადებაში, რომელიც სააგენტო ნიუს.ჯი-მ გაავრცელა.

თუ გაინტერესებთ ამბის ყველა დეტალით, იხილეთ თეგი #გიორგი კარბელაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."