რატომ არის სომხებისთვის საქართველო ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილი - "არმენია თრეველ +"-ის დირექტორი მიზეზებზე

რატომ არის სომხებისთვის საქართველო ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილი - "არმენია თრეველ +"-ის დირექტორი მიზეზებზე

სომხეთში ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო დასასვენებელი ადგილი საქართველოა. ამის შესახებ მედიას ტურისტული კომპანია "არმენია თრეველ +"-ის დირექტორმა მარინა კაპრელიანმა განუცხადა.

"გასვლით ტურიზმში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გახლავთ საქართველო, რადგან იქ ხელმისაწვდომი ფასებია დასასვენებლად, არ არის საჭირო ავიაგადაფრენა, საქართველოში სომხეთიდან შესაძლებელია მანქანით ან მატარებლით ჩასვლა. პოპულარობით მეორე ადგილზე საბერძნეთი და ესპანეთია", - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ დასასვენებელი სეზონი პიკს სომხეთში ივლისიდან აგვისტომდე აღწევს.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, სომხეთში ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ჩადიან დასასვენებლად - გერმანიიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან. თუმცა აგრეთვე ქვეყანაში შედიან ისრაელის, იაპონიის და ამერიკის მოქალაქეობის მქონე ტურისტებიც.

კაპრელიანის თქმით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინელი ტურისტები მიიზიდოს ქვეყანაში, მაგრამ პირდაპირი ფრენის არარსებობა სერიოზულად აფერხებს ტურისტების შემოდინებას.

ორიგინალი სტატია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია