"ბარიგობას" მტენით 21 წლის გოგოს... ჯობია, დააყენოთ ერთი ადგილი" - ლიკა კიკიანის ახალი მიმართვა ხალხსა და პოლიციას

"ბარიგობას" მტენით 21 წლის გოგოს... ჯობია, დააყენოთ ერთი ადგილი" - ლიკა კიკიანის ახალი მიმართვა ხალხსა და პოლიციას

კლუბ "ვიტამინის" მენეჯერი 21 წლის ლიკა კიკიანი, რომელმაც ერთი თვის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა და აცხადებდა, რომ ის 6 ივლისის ღამეს კუს ტბის ავტოსადგომზე 20-მდე პოლიციელმა სცემა, მორიგ მიმართვას ავრცელებს.

"მინდა გითხრათ, რომ თუ ჩემნაირი ამბავი შეგემთხვევათ, აზრი არ აქვს ხმის ამოღებას. ყველამ უყურეთ ამ დროის განმავლობაში რამდენს ვიბრძოდი, დავდიოდი, მაგრამ არანაირი აზრი არ აქვს, რადგან საქმეში პოლიცია ფიგურირებს; სისტემა, რომელსაც არავინ არ ეხება, და მე, 21 წლის გოგო ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ. უარესი - სტრესის ქვეშ ვარ, დეპრესიაში ვარ და ვერავინ ვეღარ მშველის. აგრესიული გავხდი, ცუდის გარდა ამ დროის განმავლობაში არაფერი მომხდარა.

პარასკევს ვიყავი ამოცნობაზე, სადაც ფოტოსურათებით უნდა ამომეცნო და ვერ ამოვიცანი, ხალხო, იმიტომ, რომ სტრესის ქვეშ ვიყავი იმ მომენტში და ერთიანი ვიზუალით მახსოვს ყველა მათგანი, მაგრამ სამწუხაროდ, ამით ვერაფერს ვერ ამტკიცებ. მათი ყველას სახელი და გვარიც ვიცი და მინდა, თქვენ ყველამ ერთადაც იცოდეთ", - ამბობს ლიკა კიკანი ვიდეომიმართვაში და შემდეგ კონკრეტული პირების სახელებსა და გვარებს ასახელებს, რომლებიც, მისი თქმით, ცნობილ ინციდენტში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ჩამოთვლილი პირები ლეიტენანტები არიან.

"მინდა იცოდეთ, რომ ჩემი დაშინების ფაქტი, ბარიგობას რომ მტენით, არ გაგივათ... ჩემს მეგობრებს რასაც უთვლით, რომ ერთი ადგილი დავაყენო, ჯობია თქვენ დააყენოთ ერთი ადგილი, რადგან ცხოვრება თქვენზე იძიებს შურს", - დასძენს კიკიანი.

იხილეთ ვიდეო

ლიკა კიკიანთან დაკავშირებული ამბები იხილეთ თეგზე #ლიკა კიკიანი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია