"გადამყიდველების დოღი" სუპერთასის ფინალის წინ: რა ღირს ბილეთები "ფეხბურთის შავ ბაზარზე"

"გადამყიდველების დოღი" სუპერთასის ფინალის წინ: რა ღირს ბილეთები "ფეხბურთის შავ ბაზარზე"

სულ უფრო მცირე დრო რჩება თბილისის სუპერთასის მატჩის დაწყებამდე და მღელვარება არა მარტო მოთამაშეებში, არამედ ბილეთების გადამყიდველებშიც მატულობს. "დინამო არენას" მიმდებარე ტერიტორიაზე "გადამყიდველები" საკმაოდ მრავლად არიან და თბილისის სუპერთასის ბილეთებს ყიდიან.

იმ შემთხვევაში, თუ სუპერთასის ბილეთების ყიდვა ვერც საიტისა და ვერც "ცოცხალი რიგის" მეშვეობით ვერ მოახერხეთ, მაშინ ბილეთების შეძენა "გადამყიდველებთან" 100 ლარიდან 500 ლარამდე ფარგლებში შეგიძლიათ. ბილეთის ფასი დამოკიდებულია ბილეთის ადგილსა და კატეგორიაზე. 18 ლარიანი ბილეთები შედარებით იაფად, ხოლო 75 ლარიანი ბილეთები გაცილებით ძვირად იყიდება.

ბილეთების "გადამყიდველები" ამბობენ, რომ სუპერთასის მატჩის ბილეთების ფასმა შესაძლოა, თამაშის დაწყების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო მოიმატოს (იხილეთ ფარულად გადაღებული კადრები)

რედაქცია: მეტი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ თეგი #სუპერთასი

"საქპატენტი" კი აღნიშნავს, რომ გადამყიდველები გასაყიდი ობიექტის ღირებულების ოთხმაგი ოდენობით დაჯარიმდებიან. "უეფა-ს ნებართვის გარეშე კანონით აკრძალულია 2015 წლის სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გასაყიდად შეთავაზება ან ნებისმიერ კომერციულ ღონისძიებაში გამოყენება, რასთან დაკავშირებითაც უეფა-ს მოთხოვნის შესაბამისად შექმნილი ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია საქართველოს შსს-სა და თბილისის მერიის თანამშრომლებით, ახორცილებენ სუპერთასის მატჩის ბილეთების ნებართვის გარეშე გასაყიდად შეთავაზების ფაქტების გამოვლენას და აღკვეთას, მათ შორის ინტერნეტშიც," - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე ნოდარ ტურძელაძე აცხადებს, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილეთების გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა.

"სტადიონის გარშემო ამჟამად მობილიზებულია ზედამხედველობის სამსახური, საქპატენტი და საპატრულო პოლიცია. ჩვენ ვცდილობთ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. რაც შეეხება თბილისის მასშტაბით ბილეთების გადაყიდვის ფაქტებს, მაგის გაკონტროლება საკმაოდ ძნელია. ჩვენთან სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაყიდვის ფაქტები არ დაფიქსირებულა," - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ჯონი პატარკაციშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია