მსახიობი ზურა ბეგალიშვილი გარდაიცვალა. მეგობრების თქმით, მსახიობი დიდი ხნის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.
ზურა ბეგალიშვილმა კარიერის მანძილზე რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო შოუში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის:
მხატვრული ფილმები:
სვანი,
ორგმაგი სახე,
ქუჩის დღეები,
რენე მიდის ჰოლივუდში,
ღამის ცეკვა,
თენდება...
სატელევიზიო შოუები:
ყავა და ლუდი,
ცხელი ძაღლი,
ქაღალდის ტყვია.
ზურა ბეგალიშვილს საქართველოს კინოაკადემიამ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში - "ღამის ცეკვა" პრიზი "ნატო" მიანიჭა. მის სახელზე კიდევ რამდენიმე ფესტივალზე მოპოვებული პრიზებია.