რა მოხდა ლომისას მამათა მონასტერში რუს სამხედროებსა და სასულიერო პირებს შორის - იღუმენი მათე ჯულაყიძე დეტალებზე საუბრობს

რა მოხდა ლომისას მამათა მონასტერში რუს სამხედროებსა და სასულიერო პირებს შორის - იღუმენი მათე ჯულაყიძე დეტალებზე საუბრობს

დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, ლომისის მამათა მონასტერში რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" იღუმენმა მათე ჯულაყიძემ განუცხადა, რუსი ჯარისკაცები ხშირად მოდიან ლომისის მამათა მონასტერში მოსალოცად, თუმცა რაიმე სახის დაპირისპირება არასოდეს მომხდარა.

"ჩვენთან ხშირად დადიან, მოილოცავენ და ეზიარებიან ხოლმე. ჩვენთან კარგი ურთიერთობა აქვთ. ჯარისკაცები დღესაც იყვნენ მოსულები. მათ ძაღლები ჰყავთ. როდესაც ისინი შემოვიპატიჟეთ, ძაღლები გარეთ დარჩნენ და ჩვენს ძაღლებთან იჩხუბეს. ჯარისკაცი ავტომატის კონდახით აშველებდა ძაღლებს. სწორედ ამ დროს აქ ბავშვი იყო ამოსული, რომელმაც ეს სიტუაცია გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა და მიუწერია, რომ ბერებს აწიოკებენო. მე ველაპარაკე ამ ბავშვს და აიღო ეს სურათი. რაც შეეხება დაპირისპირებას, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.

სასაზღვრო ზოლია და ჯარისკაცები ქსნის ხეობიდან ხშირად ჩამოივლიან ხოლმე. თუ გარეთ ვართ შემოვლენ და მოილოცავენ მონასტერში. თუ ჩვენ არ მოვიპატიჟეთ, ისე არ გვაწუხებენ", - განაცხადა იღუმენმა მათე ჯულაყიძემ.

ინფორმაცია რუსი ჯარისკაცების ლომისის მამათა მონასტერში მისვლისა და ბერებთან დაპირისპირების შესახებ ინტერნეტში დღეს დილით გავრცელდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია