ლევან ბერძენიშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ის ნიკა გვარამიამ უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია

ლევან ბერძენიშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ის ნიკა გვარამიამ უკიდურესად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია

"მე მგონი გვარამიამ აჩვენა, რაც არის და ის შეფასება, რაც "რუსთავი 2"-ს ეხება, ძირითადად ეხება გვარამიას", - ასე გამოეხმაურა AMBEBI.GE-სთან საუბრისას "რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ნიკა გვარამიას სოციალურ ქსელში გაკეთებულ კომენტარს.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მედია ობიექტური, მიუკერძოებელი უნდა იყოს, ხოლო "რუსთავი 2" პარტიული ტელევიზიაა, რაც მას არ მოსწონს.

"მე ვფიქრობ, რომ "რუსთავი 2" რაც იყო, ისევ ის არის, მეტი არაფრის თქმა არ მსურდა. მე არ მომწონს "რუსთავი 2" და დიდი ამბავი, მე მგონი ზედმეტი ყურადღება მიაქციეს იმას, ვის რა მოსწონს. მთავრია, რომ ეთერში უნდა იყოს და სიტყვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ეს მე მათ სასარგებლოდ ვთქვი, თუმცა მათ ეს ვერ გაიგეს. ყველა ისე მეტყველებს და მსჯელობს, რა ზრდილობის პატრონიც არის.

მე მგონი გვარამიამ აჩვენა, რაც არის და ის შეფასება, რაც "რუსთავი 2"-ს ეხება, ძირითადად ეხება გვარამიას, მაგრამ ეს არ არის ჩემი პრობლემა, მაგის გამო არ ავღელდები. მთავარია, ეთერში იყვნენ და იმუშაონ. ამის თქმა მინდოდა, თორემ ის, რომ ახლა ეს პარტიული ტელევიზიაა და არ მომწონს, ეს გასაკვრი არაა. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ მომწონებოდა", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ  ლევან ბერძენიშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ირგვლივ შექმნილი ვითარების შეფასებას ნიკა გვარამიას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ტელევიზიის გენერალურმა დირექტორმა "რესპუბლიკელი" პოლიტიკოსი "ფეისბუქზე" შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია.

"ნამდვილად, ყველანაირი ნაგავი უნდა იყოს სატელევიზიო სივრცეში. ამიტომაც ყოველთვის ვწერთ თქვენს კომენტარებსაც", - დაწერა გვარამიამ ბერძენიშვილზე იმ საგაზეთო ინტერვიუს საპასუხოდ, რომელშიც ბერძენიშვილი ამბობს, რომ მიმაჩნია, "რუსთავი 2" ნაგავია, მაგრამ ეს ნაგავიც უნდა იყოს ქართულ სატელევიზო სივრცეში.

გვარამიას პოსტს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი გამოეხმაურა.

თენგო გოგოტიშვილი: არ მივესალმოთ ამ კაცს? დავუმახსოვროთ მაინც

ნიკა გვარამია: არც მივესალმოთ და არც დავუმახსოვროთ. თავისი ეყოფა მაგ კაცს. დეგრადირ-დემითოლოგიზირებულია

თენგო გოგოტიშვილი: я не злопамятный отомщу и забуду - იქნებ ასე გვეცადა?

ნიკა გვარამია: კარგი დაანებე თავი. ეგეთი მეასე ვიოლინო მაგ უმრავლესობაში იმდენია და ყველა ერთი და იგივე სისულელეს ბოდავს, მაგათ პასუხებზე თუ ავეწყვეთ, საქმე როდისღა ვაკეთოთ...

მაპატიეთ და ასეთი განდონიც არ მეგონა. (პატიებას იმაზე ვითხოვ, რომ არ მეგონა) :))

დეტალები სრულად იხილეთ აქ| "მაპატიეთ და ასეთი განდონიც არ მეგონა" - ნიკა გვარამია ლევან ბერძენიშვილს ნაგავს უწოდებს

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."