თბილისის საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სია გასაჯაროვდა - "ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო მდიდრდებიან"

თბილისის საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სია გასაჯაროვდა - "ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო მდიდრდებიან"

მონიტორინგის ცენტრი "მედიატორი" თბილისის საკრებულოს ქონებრივ დეკლარაციას ერთი თვის განმავლობაში სწავლობდა და ამბობენ, რომ კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი დეკლარირებული მილიონერია.

ფრაგმენტი "მედიატორის" დამფუძნებლის, ლევან ხაბეიშვილის მიერ "ქრონიკა +"-სთვის მიცემული ინტერვიუდან:

"22 დეკლარაციიდან, რომელიც ერთი თვის განმავლობაში შევისწავლეთ, აღმოჩნდა, რომ 13 დეპუტატი დეკლარირებული მილიონერია. დოკუმენტში მითითებულია ამ ღირებულების ქონება, რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ".

მისი თქმით, მილიონერ დეპუტატთა შორის არიან ლევან დარახველიძე, ვლადიმერ ძნელაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, თამარ ტალიაშვილი, ავთანდილ დავითაძე და ასევე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ბეგაშვილი, რომლის ქონება მილონ ცხრაასი, ორ მილიონამდეა.

"კვლევიდან ჩანს, რომ ამ ადამიანების უმრავლესობა ნელ-ნელა კიდევ უფრო მდიდრდება. რომ გითხრათ, აქამდე ღარიბები იყვნენ და ახლა უცბად გამდიდრდნენ-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანები 2012 წლის შემდეგ კიდევ უფრო მდიდრდებიან და მათი ქონებრივი დეკლარაციები ამის ნიმუშია", - ამბობს გამოცემასთან საუბრისას ლევან ხაბეიშვილი.

ორგანიზაცია ამჯერად იმ არადეკლარირებულ შემოსავლებს სწავლობს, რომელიც დეპუტატებს ქონებრივ დეკლარაციაში არ აუსახავთ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."