"რუსთავი 2"-ის ასეთი მოქმედება აშკარა არაობიექტურობაზე მეტყველებს" - ტელეკომპანიას მათსავე სასამართლო დავის არასრულფასოვან გაშუქებაში ადანაშაულებენ

"რუსთავი 2"-ის ასეთი მოქმედება აშკარა არაობიექტურობაზე მეტყველებს" - ტელეკომპანიას მათსავე სასამართლო დავის არასრულფასოვან გაშუქებაში ადანაშაულებენ

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ცალმხრივად და მიკერძოებულად აშუქებს მათ სარჩელთან დაკავშირებული სასამართლო დავის მიმდინარეობას და ამ დავასთან მიმართებაში განხორციელებულ ქმედებებს.

ადვოკატი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ტელეკომპანიის მიერ არ ხდება ინფორმაციის სრულად ასახვა.

"კერძოდ, საერთოდ არ გაშუქებულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მიმართვა არასამთავრობო სექტორისადმი, ასევე არაფერი თქმულა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის მიერ ეუთო-ს წარმომადგენელთა მოწვევაზე სასამართლო პროცესზე დაკვირვებისათვის, რომ არაფერი ვთქვათ ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე, რომელსაც არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არ აქვს. ცალსახაა, რომ ტელეკომპანია უპრობლემოდ ფუნქციონირებს და მას საქმიანობაში ხელი არ ეშლება.

"რუსთავი 2"-ის ასეთი მოქმედება აშკარა არაობიექტურობაზე მეტყველებს და საზოგადოების რეალური ფაქტებით ინფორმირებას არ უწყობს ხელს. ჩვენთვის გასაგებია, რომ ტელეკომპანია თავს მოდავე მხარედ მიიჩნევს, თუმცა, ჩვენი აზრით, ეს არ შეიძლება იყო მედია საშუალების მიერ საზოგადოებისათვის არასწორი ინფორმაციის მიწოდების საფუძველი. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებით ჩვენს პოზიციას, რომ გვსურს პროცესი იყოს მაქსიმალურად ტრანსპარენტული და ყველა მედიასაშუალება, არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო ორგანიზაციები და ყველა დაიტერესებული პირი აქტიურად იყოს ჩართული სასამართლო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად შეამცირებს არასწორი, არასრული და მიკერძოებული ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას", - ნათქვამია ადვოკატ პაატა სალიას განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ