კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. სასამართლო სხდომაზე, გუშინ ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამ ჩვენება მისცა. შემდეგი სხდომა კი 14 აგვისტოს, 11:00 საათზე გაიმართება, სადაც მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის მისაღებად სათათბიროდ გავლენ. ასევე, შემდეგ სხდომაზე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის დროს ბრალდებულებს მიეცემათ საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა.

ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძეს სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით გამოიხატა იმაში, რომ მათ დასაცავი ობიექტი, ამ შემთხვევაში ზურაბ ჟვანია დაცვის გარეშე დატოვეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ