პან გი მუნი საოკუპაციო ხაზის გავლების გამო შეშფოთებულია

პან გი მუნი საოკუპაციო ხაზის გავლების გამო შეშფოთებულია

გაერო-ს გენერალური მდივანი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლში მიმდინარე "ბორდერიზაციის" პროცესის გამო შეშფოთებულია. ამის შესახებ პან გი მუნის პრესსპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გაერო-ს გენერალურ მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მხარეს, გააგრძელონ არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი, იმისათვის რომ განხილულ იქნას ყველა ის საკითხი რაც შეშფოთებას იწვევს. მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება", - აღნიშნა პან გი მუნის პრესსპიკერმა.

მან ასევე რუსეთ-საქართველოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

`კონფლიქტის დაწყებიდანვე გაერო აქტიურად იყო ჩართული საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტის მიზნით მოწოდებების გაკეთებაში, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. გაერო რჩება ჟენევის საერთასორისო დისკუსიების ერთგულად, რომელიც ერთობლივად გაერო-ს, ევროკავშირისა და ეუთო-ს მიერ იმართება და რომლის ფუნქციონირებაც დაიწყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. გაერო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები რჩება ყველა მონაწილე მხარის მიერ აღირებულ ერთადერთ პლატფორმად, რომელიც კონფლიქტის საკითხზე მუშაობს. ამ კუთხით გენერალური მდივანი მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს, გააორმაგონ თავიანთი მცდელობა, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განიხილება", - აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?