"9 წელი დილიდან მეორე დილამდე გვქონდა ურთიერთობა და მაქვს პრეტენზია განვაცხდო..."- ჟვანიას პირველი დაცვის უფროსი ხარშილაძეს პასუხობს

"9 წელი დილიდან მეორე დილამდე გვქონდა ურთიერთობა და მაქვს პრეტენზია განვაცხდო..."- ჟვანიას პირველი დაცვის უფროსი ხარშილაძეს პასუხობს

კახა გოჩაშვილი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას პირველი დაცვის უფროსის თანამდებობას იკავებდა, ჟვანიას ბოლო დაცვის უფროსის, კობა ხარშილაძის მიერ სასამართლოში გაკეთებულ ბოლო დროინდელ განცხადებებს ეხმაურება, რომელშიც დაცვის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი პრემიერის პირადი ცხოვრების დეტალებზე საუბრობს.

კახა გოჩაშვილი საკუთარ მოსაზრებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს, რომელშიც ხარშილაძეს "პატარა, ვირთხისმაგვარ კაცუნად" მოიხსენიებს.

ამასთან, გოჩაშვილი აღნიშნავს, რომ მას ცხრა წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა ჰქოდა ზურაბ ჟვანიასთან, კარგად იცნობდა მის ზნეს, ქცევებსა და ჩვევებს და არასდროუს შეუტანია ეჭვი იმაში, რის დამტკიცებასაც ბოლო პერიოდში ცდილობენ.

"ყველაფერს აქვს საზღვარი... ადამიანთა სულმოკლეობას არა... გადმომდგარხარ, სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვარს ანთხევ. არაფერი კაცი შენ არ ყოფილხარ, ხარშილაძევ... პატარა, ვირთხისმაგვარო კაცუნავ...

პროცესზე გითხარი, სიცოცხლეს განდობდი თქო. თურმე რა გადარჩენილი ვარ. ჩემს თავზე მეშლება ნერვები, მეგონა გიცნობდი (თუმცა სადაც ზურას გაბითურება მოახერხე...)

შემეცოდე, მგელივით აწყდებოდი აქეთიქით ბარიერს... უფრო სწორედ, დარბაზში მჯდომი შენი ოჯახის წევრები იყვნენ ცოდო. მაგრამ... ეგეთი ხერხით ფონს გასვლა წიგნში არ წამიკითხავს და ფილმში არ მინახია...

ძაძამიაზე ვთქვი და ვიმეორებ, არაფერი სხვა დანიშნულება მას არ ქონია გარდა იმისა, რომ თავის კომპლექციიდან გამომდინარე საიმედო ჯავშანჟილეტი იყო. სხვა არაფერი... არასდროს მეტი არ მიფიქრია მასზე, თუმცა თქვენზე საკმარისია...

მე, ისევ და ისევ მთელი ქვეყნის გასაგონად მინდა ვთქვა: ადამიანს, რომელსაც ცხრა წლის მანძილზე ყოველდღიური, დილიდან თითქმის მეორე დილამდე ურთიერთობა მქონდა ზურასთან, მაქვს პრეტენზია განვაცხდო, რომ თუ ვინმე იცნობდა მას, იცნობდა მის ზნეს, ხასიათს, მის ჩვევებს, ქცევებს - ვარ მე!.. და არასდროს (ღმერთია ამის მოწმე), არასდროს შემპარვია იოტისოდენა ეჭიც კი იმაში, რის დამტკიცებასაც ეს ორი უბედური ცდილობს...

ბოლოსდაბოლოს ეს მე ჩემთვის, ჩემს თავთან მაინც ვიცი... და ყველაფრი ამის შესახებ მინდა კიდევ ერთხელ გავუმეორო ზურას ოჯახს, მის ულამაზესმა შვილებს, მის არაჩვეულებრივ დედას და რა თქმა უნდა, პირველ რიგში მის ვაჟს - ბუსას!

p.s. ვინც მიცნობს და ვინც ჩემი ამბავი იცის, მათ მინდა ვუთხრა, ისიც მიფიქრია, უფალმა ალბათ იმიტომ დამტოვა ცოცხალი, რომ კიდევ ერთხელ, როგორც მის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ მიმეღო მონაწილეობა მისი სახელიდან ტალახის ჩამოწმენდაში...", - წერს კობა გოჩაშვილი "ფეისბუქზე".

ნახეთ ხარშილაძის განცხადების ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ