უკრაინაში 6 წლის ბავშვებს საომარ წვრთნას უტარებენ

უკრაინაში 6 წლის ბავშვებს საომარ წვრთნას უტარებენ

”აზოვის” ბატალიონმა კიევში სამხედრო სასწავლო ბანაკი გახსნა ბავშვებისთვის. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს. სტატიაში ყვებიან ბანაკზე, სადაც ”აზოვის” ბატალიონის მებრძოლები ექვსი წლის ბავშვებს ასწავლიან იარაღის გამოყენებას. ფოტოებზე ჩანს, როგორ აწყობენ, ტენიან და ისვრიან ბავშვები ცეცხლსასროლი იარაღიდან.

Daily Mail ხაზს უსვამს, რომ ამით ”აზოვის” ხელმძღვანელები ბავშვებს ”კორპორატიულ კონფლიქტში” ითრევენ. სტატიაში ნათქვამია, რომ ბანაკში გოგონებიც გადიან წვრთნებს. წვრთნები ბატალიონ ”აზოვის” უფროსის, ანდრეი ბილეცკოს ხელმძღვანელობით ტარდება. ბატალიონი ”აზოვი” აქტიურ მონაწილეობას იღებს დონბასში სადამსჯელო ოპერაციებში. ის უკრაინის ნაციონალური გვარდიის შემადგენლობაში შედის.

ორიგინალი სტატია

ცნობილი ბერძენი ჟურნალისტი საკუთარ სახლთან ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი მედია

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქმარი და 70 წელი "ცოლის ჩრდილში"  - პრინც ფილიპისა და დედოფალ ელისაბედის სიყვარულის ამბავი: ბრიტანეთი პრინცს ემშვიდობება

ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა