რა ელით კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში

რა ელით კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, კობა ხარშილაძეს და მიხეილ ძაძამიას წარდგენილ სასჯელზე ერთი მეოთხედი მოაკლდებათ. როგორც მხარეების წარმომადგენლებმა განმარტეს, მუხლი, რომლითაც მათ ბრალი აქვთ წარდგენილი, ამნისტირებულია.

კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება. აღნიშნული მუხლი სასჯელად 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატების განმარტებით, ამნისტიის საფუძველზე კი, თუკი ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, ორივე ბრალდებულს სასჯელის ერთი მეოთხედი მოაკლდებათ. ამასთან, კობა ხარშილაძე, სხვა საქმის, კერძოდ, გრინსერვისის საქმის ფარგლებში პატიმრობაში იმყოფება და ორწლიანი რეალური სასჯელი, ხოლო ორწლიანი პირობითი მსჯავრი აქვს მისჯილი.

გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, შესაძლებელია სხვა საქმეზე მისმა სასჯელმა ახალი სასჯელი შთანთქოს. ეს კი დამოკიდებულია იმაზე, გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში რა სასჯელი განესაზღვრება კობა ხარშილაძეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ