როგორ აფასებს გოგლა ჟვანია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას

როგორ აფასებს გოგლა ჟვანია ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებას

ნაფიცებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, ზურას გარდაცვალების საქმეზე სერიოზული სიახლეები იქნება, - ამის შესახებ გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანის შემდეგ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, გამამტყუნებელი ვერდიქტი კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ მისთვის მოსალოდნელი იყო.

"ველოდი გამამტყუნებელ ვერდიქტს, რადგან კარგად ვიცნობ საქმის მასალებს. ეს არ იყო ძირითადი საქმე. ზურას სიკვდილის დამდგენი გარემოებების საქმე ძიებაშია. მართალია, დაცვამ ყველანაირად სცადა აქეთკენ გადაეტანა აქცენტები, რეალურად ეს იყო მხოლოდ ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი გულგრილობის შესახებ აღძრული სისხლის სამართლის საქმე. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

რაც შეეხება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, გოგლა ჟვანიას თქმით, მთავარ საქმეში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს.

"იმედი მაქვს, სერიოზული სიახლეები იქნება მთავარ საქმეში", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის, კობა ხარშილაძისა და დაცვის ცვლის ყოფილი უფროსის, მიხეილ ძაძამიას მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი დადგა. ამ წუთებში მსაჯულები მსჯელობენ დამძიმდება თუ არა სასჯელი ხარშილაძისა და ძაძამიას მიმართ. ნაფიცი მსაჯულების რეკომენდაცია 21:00 საათზე გახდება ცნობილი, რის შემდეგაც მოსამართლე ეკა არეშიძემ სასჯელი უნდა განსაზღვროს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ