მიხეილ ძაძამია გათავისუფლდა, რა ბედი ელის კობა ხარშილაძეს

მიხეილ ძაძამია გათავისუფლდა, რა ბედი ელის კობა ხარშილაძეს

იხილეთ ასევე: მიხეილ ძაძამიას პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

ნაფიცმა მსაჯულებმა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას მიმართ სასჯელის შემსუბუქების რეკომენდაცია გასცეს, რის საფუძველზეც მიხეილ ძაძამიას აღარ დააპატიმრებენ.

კერძოდ, მოსამართლე ეკა არეშიძის გადაწყვეტილებით, კობა ხარშილაძეს აღნიშნულ საქმეზე შემსუბუქებული სასჯელი 2 წლისა და 4 თვის ვადით განესაზღვრა, ამნისტიის შედეგად კი, 1 წელი და 9 თვიანი ვადა დარჩა. ძველმა სასჯელმა, რომელიც გრინსერვისის საქმეზე აქვს ხარშილაძეს შეფარდებული, შთანთქა ახლად განსაზღვრული სასჯელი და ხარშილაძეს საბოლოოდ 4 თვის ვადით პატიმრობა განესაზღვრა, რაც ემთხვევა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე პატიმრობის ვადის ამოწურვას, რომელიც მიმდინარე წლის 24 დეკემბერს სრულდება.

რაც შეეხება ძაძამიას, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას თავდაპირველად 11 თვე და 41 დღის ვადით პატიმრობა განესაზღვრა. ამნისტირებული მუხლის საფუძველზე მას 8 თვითა და 23 დღით განესაზღვრა პატიმრობა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნა, რომ გირაოს შეფარდებამდე მიხეილ ძაძამიას აღნიშნული ვადა პატიმრობაში გატარებული აქვს, რაც ჩაეთვლება და შესაბამისად, იგი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა და პატიმრობაში აღარ დარჩება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ ძაძამიასთვის შეფარდებული გირაო, 2 ათასი ლარის ოდენობით, ერთი თვის ვადაში უნდა დაბრუნდეს.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ