ხიხანის ციხეზე აღმოჩენილია მარანი, რომელიც შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება

ხიხანის ციხეზე აღმოჩენილია მარანი, რომელიც შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება

ხიხანის ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 43 ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგები აჭარის მაღალმთიან ხულოს მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 635 მეტრ სიმაღლეზე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც ხიხანის ციხის არქეოლოგიიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა დავით მინდორაშვილმა განმარტა, ახლად აღმოჩენილი მარანი შუასაუკუნეებით, კერძოდ, მე-11 - მე-13 საუკუნეებით თარიღდება.

"მესამე წელია ხიხანის ციხეზე მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები. ძალიან მნიშვნელოვანი ნაგებობები გაითხარა. გასულ წელს შევისწავლეთ 28 ქვევრიანი მარანი. წელს კი აღმოვაჩინეთ მარანი, რომელშიც 43 ქვევრი იქნა დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ეს მარანი არ უნდა იყოს მარანი კლასიკური გაგებით და საქმე უნდა გვქონეს წყლის რეზერვუარებისთვის გაკეთებულ მარანთან", - აღნიშნა დავით მინდორაშვილმა.

მისივე თქმით, ქვევრების კონსერვაცია მოხდება, რის შემდეგაც ხიხანის ციხეზე გაგრძელდება რეკონსტრუქციის სამუშაოები.

გარდა ამისა, ციხესიმაგრის ერთ-ერთ კოშკში მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვებიც აღმოჩნდა.

არქეოლოგიური ექსპედიციის პარალელურად, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ციხის რეაბილიტაციას ახორციელებს. ხიხანის ციხის პირველი კოშკი უკვე რეაბილიტირებულია. სააგენტოს ხელმძღვანელის, მირანდა ჩარკვიანის განმარტებით, ეს ძეგლი არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლია და მისი რეაბილიტაცია შესაბამისი სტანდარტებით მიმდინარეობს.

"ეს არის საქართველოს ისტორია. ეს არის ძეგლი, რომელიც არ არის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის, ეს არის ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის ძეგლი. სააგენტო დაინტერესებულია, რომ პერმანენტულად გაგრძელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები. უნიკალური კომპლექსია, რომლის მთლიანად კონსერვაცია და ნაწილობრივ რეაბილიტაცია იგეგმება. არის ეკლესიის ფრაგმენტები, არის კოშკები, თანმიმდევრულად სააგენტო უზრუნველყოფს, რომ ხიხანზე რეაბილიტაციის საერთაშორისო სტანდარტები იყოს დაცული", - აღნიშნა მირანდა ჩარკვიანმა.

ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებისთვის ხიხანის ციხე მიმზიდველია. ტურისტებს ციხემდე მისასვლელი კილომეტრნახევრიანი საცალფეხო ბილიკის გავლა მოუწევთ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია