პაპანაქება სიცხე: თბილისში ტემპერატურა 38 გრადუსამდე აიწევს - ამინდის ვრცელი პროგნოზი

პაპანაქება სიცხე: თბილისში ტემპერატურა 38 გრადუსამდე აიწევს - ამინდის ვრცელი პროგნოზი

ამინდის პროგნოზის საიტის, Dari.ge-ს მონაცემებით, თბილისში ხვალ, 16 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 38 გრადუსამდე აიწევს. ძლიერი სიცხეა დღესაც. არსებული მონაცემებით, ამ მომენტისათვის დედაქალაში ტემპერატურა 37 გრადუსს აღწევს. თბილისში ჰაერის მაღალი ტემპერატურა დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ღამით კი 24 გრადუსამდე დაიწევს. რაც შეეხება მომდევნო დღეების პროგნოზს, ასეთია:

ხვალ, 16 აგვისტოს დღისით 38, ღამით 23 გრადუსი სითბო. მზიანი დღე.

უმეტესად ცვალებადი ღრუბლიანობა და 33 გრადუსი იქნება ზეგ, 17 აგვისტოს. ჰაერის ტემპერატურა ღამით 22 გრადუსამდე დაიწევს.

უმეტესად მზიანი დღე იქნება 18 აგვისტოს. პროგნოზის მიხედვით დღისით 33, ღამით კი 23 გრადუსია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს 19 აგვისტოს და დღისით 36, ღამით კი 24 გრადუსი იქნება.

დაწვრილებით ამინდის პროგნოზს გაეცანით საიტზე Dari.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია