ბერა შეყვარებულია? - ივანიშვილის მემკვიდრე ზღაპრულ სიყვარულს და დედოფალს უმღერის

ბერა შეყვარებულია? - ივანიშვილის მემკვიდრე ზღაპრულ სიყვარულს და დედოფალს უმღერის

ბერა ივანიშვილი, რომლის მუსიკალური ამბიციების პირდაპირი დანიშნულება მამის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გეგმების "მუსიკალური გაფორმება" აღმოჩნდა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პასიურ შემსრულებლად იქცა.

არჩევნების შემდეგ, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება მოჰყვა, ახალგაზრდა შემსრულებელის რეპერტუარში სრულიად გაქრა სოციალური და პოლიტიკური ტექსტები. ბევრის მოლოდინი, რომ ბერა სამომავლოდაც სოციალურ-პოლიტიკური ტექსტების შემცველ სიმღერებს შესთავაზებდა მსმენელს, არ გამართლდა და მეტიც, მან განაცხადა, რომ სცენას ტოვებს. თუმცა, ამ ნათქვამიდან თვეების შემდეგ ის კვლავ გამოჩნდა, რათა მსმენელთან ორი ახალი სიმღერით დაბრუნდეს.

"ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მონატრებული გულით, მინდა ჩვენი ურთიერთობა განვაახლო ორი ქართული სიმღერით. პირველი ამერიკაში წასვლის წინ დავწერე, მეორე კი ჩამოსვლისას. შემდეგი კვირიდან შემოგთავაზებთ თქვენგან ძალიან შორს, მაგრამ თქვენი მხარდაჭერის და სიყვარულის მუდმივი შეგრძნებით გადაღებულ ახალ ვიდეო კლიპებს, ჩაწერილ დუეტებსა და სიმღერებს.

მუდამ თქვენი ბერა", - წერს ბერა "ფეისბუქზე" და "საუნქლაუდზე" სიმღერის ჩანაწერს აქვეყნებს.

სიმღერის ტექსტი სრულიად არასოციალური და აპოლიტიკურია. ბერა ზღაპრულ სიყვარულს და დედოფალს უმღერის.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია