"ტყვია ჯერ კიდევ თავში აქვს" - დაჭრილი პოლიციელის მამა შვილზე, რომელიც 1 კვირაა, უგონოდ არის

"ტყვია ჯერ კიდევ თავში აქვს" - დაჭრილი პოლიციელის მამა შვილზე, რომელიც 1 კვირაა, უგონოდ არის

10 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანში, ოჯახური კონფლიქტის აღსაკვეთად სამართალდამცავები გამოიძახეს, ადგილზე მისული ახმეტის რაიონული სამმართველოს თანმაშრომელები ძნელად წარმოიდგენდნენ, რომ სანადირო თოფით შეიარაღებული მოძალადე სროლას აუტეხდა. პოლიციელი ელიზბარ პატარაკაცაშვილი თავისა და გულმკერდის არეში მძმედ დაიჭრა, დამნაშავის დასაკავებლად ზემო ალვანში სპეცრაზმის ჩასვლა გახდა საჭირო. ბრალდებული ელიზბარ პაჩოშვილი 24 წლისაა, როგორც მეზობლები ამბობენ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. მას სმენისა და მეტყველების სერიოზული პრობლემები აქვს.

პოლიციელის პროფესია მეტად სახიფათოა რომაა, ამაზე არავინ დავობს. შეიძლება ითქვას, რომ მათი თითოეული გამოძახება დანაშაულის ადგილზე სიცოცხლის რისკთანაა დაკავშირებული, ასე, რომ ადამიანის გადაწყვეტილება გახდეს პოლიციელი, უკვე გმირობის ტოლფასია.

მომხდარსა და დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობაზე ელიზბარ პატარკაცაშვილის მამა, ფირო პატარკაცაშვილი გვესაუბრება:

- ელიზბარი სამედიცინო ბრიგადამ ჯერ თელავის საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა ვითარება მძიმე იყო და თბილისში, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახლა ექიმები გვეუბნებიან, რომ ვითარება სტაბილურად მძიმეა. იმის იმედი გვაქვს, როიმ ძლიერი ორგანიზმი აქვს და არ დანებდება სიკვდილს. თავშია დაჭრილი, ტყვია თავში აქვს დარჩენილი. როგორც აგვიხსნეს, ჯერ ამოღება არ შეიძლება, სანამ შესიება არ ჩაცხრება. სხვა რისი გაკეთებაც შეიძლებოდა, ყველაფერი გააკეთეს. მუდმივი კონტროლის ქვეშ არის. 7 დღე მაინც უნდა გავიდეს და შემდეგ ვნახოთო, რა იქნებაო, - ასე გვითხრეს, ჯერჯერობით გონზე არ არის, ორშაბათს სრულდება შვიდი დღე. უფლის იმედი მაქვს, რომ არ გამწირავს და ჩემი ბიჭი გადარჩება.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია