რა უთხრა ხარშილაძემ მარინა მოლოდინს ჟვანიასგან ინტიმური შემოთავაზების თემასთან დაკავშირებით?

რა უთხრა ხარშილაძემ მარინა მოლოდინს ჟვანიასგან ინტიმური შემოთავაზების თემასთან დაკავშირებით?

ნაფიცმა მსაჯულებმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრებს, კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას გამამ­ტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტი დაადა­სტურეს. საბოლოო გადაწყვეტი­ლებით, ხარშილაძეს პატიმრობის ვადა 24 დეკემბ­ერს ეწურება (ძველმა სასჯელმა, რომელიც მას "გრინსერვისის" საქმეზე აქვს შეფარდებული, ახალგანსაზღვრული სასჯელი­ შთანთქა), ძაძამიას კი წინასწარი პატიმრობა­ გირავნობით შეეცვალა.

მარინა მოლოდინი, ზურაბ ჟვანიას მეგობარი: - კარგი იქნებ­ოდა,­ ყველას საკუთარი თვალით ენახა, რო­გორი დაბნეულები იყვნენ სასამართლოზე ძაძამია და ხარშილაძე. მათ უნდა გაეცათ­ პასუხი შეკითხვაზე, რატომ ჰქონდა იუსუპოვს­ დასვრილი შარვალი, ფეხსაცმელი კი დაკარგული. თქვეს, რომ დაბნე­ულობის გამო იუსუპოვის გვამი გარეთ გაიტანეს, შემდეგ შემოიტანეს.

ჯერ თქვეს, გვამი სადარბაზოში და­გვივარდა და დასვრილი ამიტომ იყოო. როცა ჰკითხეს, ტალახით რო­­გორ დაისვარა სადარბა­ზოშიო, "გაიჭედნენ"­ და თქვეს, მანქანაზე­ მივაყუდეთ და მაშინ დაისვარაო...

იუსუპოვის ფეხსაცმელი სად დაკარგეს, ვერ გაიხსენეს. ალბათ, იქვე დაგვივარდაო, განაცხადეს. თუ სადმე დავარდა, ან ბინაში უნდა ყოფილიყო, ან სადარბაზოში, ან მანქანაში და არ უნდა დაკარგულიყო...

პროკურორმა ძაძამიას ჰკითხა, თუ ზურა და რაული შიშვლები ნახეთ, როგორ­ მიხვდით, ვისთვის რომელი ტანსა­ცმელი ჩაგეცმიათო? ამან უპასუხა: რა მიხვედრა­ უნდოდა,­ ერთს პიჯაკი­ და პერანგი ეცვა, მეორეს კი სპორტული ტანსაცმელიო. არადა, ფირში ჩანს, რომ ორივეს თეთრი პერანგი აცვია(?!).

პროცესებზე დასწრებით კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ ზურა მოკლულია­. მაგალითად, მათ გაიხსენეს, რომელ საათზე­ დაურეკეს იუსუპოვს და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ. მერე მათი მონაყოლიდან გაირკვა, რომ ამ ზარის შემდეგ ძაძამიამ სულ რაღაც ორ წუთში მოახერხა საბურთალოს 53-ში მისვლაც, მანქანის გაჩერებაც, ბინაში შესვ­ლაც, ღუმელის ანთებაც, ოთახების შემოწმებაც. წამი-წამზე მოსულა იუსუპოვიც... რასაკვირველ­ია, ეს ყველაფერი ორ წუთში წარმოუდგენელია. პროკურორმა ჰკითხა კიდეც, ორ წუთში როგორ ჩაეტიეო. ძაძამიას­ პასუხი არ ჰქონდა და გაჩუმდა. ამასთან, აღმოჩნდა,­ რომ იმ ბინაში გამათბობელი არ ყოფილა ჩართული­ და გაზით როგორ გაიგუდებოდნენ? ექსპერტიზის დასკვნაც არსებობს, ღუმ­ელს მურის

კვალი არ აღენიშნებოდა... ძაძამია ჰყვებოდა, რომ ფანჯარაზე აძვრა და დაინახა,­ რომ ზურა სავარძელში გაუნძრევ­ლად იჯდა, ე.ი. უკვე გარდაცვლილი იყო და ხარშილაძესთან დარეკვა გადაწყვიტა,­ მაგრამ ტელეფონი დაუჯდა, წავიდა, დატენა,­ სადღაც იბოდიალა და საათისა და 40 წუთის შემდეგ შეაღწია ბინაში. რატომ მაშინვე­ არ შეამტვრია ფანჯარა? მათი მონათხრობიდან გამოდის, რომ პრემიერის­ სიცოცხლეზე­ წინ მისი რეპუტაციის დაცვა დააყენეს და გვამის გატანით საქმის გაყალბებაც კი სცადეს... ცხადია, ნაფიცმა მსაჯულებმა კარგად შეაფასეს მათი მონათხრობის აბსურდულობა და ადეკვ­ატური ვერდიქტიც გამო­იტანეს.

ხარშილაძე-ძაძამიას ადვოკატი მათი განცხადებების გამო ისე იყო დაბნეული, რჩევა-დარიგებების მისაცემად ხან ერთთან მირბოდა, ხან - მეორესთან.

სასამართლოს სხდომის დაწყებამდე ძაძამია­ მომესალმა, მე კი გამარჯობის ნაცვლად ვკითხე: შენც იმის სათქმელად ხომ არ მოხვედი, რომ ზურასგან ინტიმური­ შემოთავაზება გქონდა-მეთქი? მე არავი­თარი შემოთავაზება არ მქონია და ნეტავ რატომ არ ვკვდებიო,­ მითხრა და გამეცალა. შემდეგ მთელი სხდომის განმავლ­ობაში თავჩაქინდრული იჯდა და ხანდახან ნიანგის ცრემლებს ღვრიდა...

აღსანიშნავია ისიც, რომ ძაძამიას გარდა, არავინ აღმოჩნდა დაცვის თანამშრომელი, რომელსაც ოდესმე კონსპირაციულ ბინაში ზურა მიუყვანია...

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ