ლელა წურწუმია მამულიჩას სიყვარულის ახსნით ამხნევებს

ლელა წურწუმია მამულიჩას სიყვარულის ახსნით ამხნევებს

კახა მამულაშვილის, იგივე მამულიჩას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე, ლელა წურწუმია მედიასთან კომენტარს არ აკეთებს და არც ქმრის სასამართლო პროცესებს დასწრებია. მეუღლის მიმართ მხარდაჭერას მხოლოდ სოციალური ქსელის საშუალებით გამოხატავს და თანაც სულ რამდენიმე სიტყვიანი ფრაზებისა და ფოტოპოსტების გამოქვეყნებით.

"მიყვარხარ, მენატრები", ''ჩემი გული ხარ, შენ, მამულიკო'' - ამ ფრაზების შემდეგ მომღერალმა უკვე მათ მიმართა, ვინც მხარდაჭერა გამოუცხადა წყვილს და მათაც, ვინც მამულიჩა გაკიცხა.

"მინდა გამოვეხმაურო იმ ადამიანებს ვინც ფიქრობს რომ ვითომდა კახა ნარკოტიკებს ასაღებდა ძალიან გთხოვთ, ნუ იტყვით იმას, რაც არ იცით. ასევე კიდევ ერთხელ ყველას ძალიან დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის", - დაწერა ლელა წურწუმიამ.

ამჯერად კი ლელა წურწუმიამ სოციალურ ქსელში მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც საყვარელ მეუღლეს სიყვარულს მეგრულად უხსნის. "მა სი მიორქ", - წერს წურწუმია.

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ყაზბეგიდან გადმოყვანილ ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, გრიპის „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინდა - ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

"ჩინეთიდან შემოტანილი სასურსათო პროდუქტი რისკ ჯგუფს არ წარმოადგენს" - სოფლის მეურნეობის მინისტრი