ავტორი:

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება - თენგიზ ცერცვაძე ინფექციურში მოთავსებულ ჩინელებზე

ჩინეთის ქალაქ უხანიდან ჩამოსული ახალგაზრდა ქალბატონის ვირუსული გამოკვლევის შედეგები ხვალ გვეცოდინება, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, რენდგენოლოგიური გამოკვლევების მიხედვით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 4 ჩინელიდან არც ერთს არ აღმოაჩნდა ფილტვების ანთება, რაც მართალია იმის 100 პროცენტიან გარანტიას არ იძლევა, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, თუმცა მნიშვნელოვნად ამცირებს აღნიშნულის ალბათობას, ვინაიდან, ექიმის თქმით, პნევმონია ამ ინფექციის მთავარი ნიშანია.

„ნამდვილად არის ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა უხანიდან, მეორე არის ახალგაზრდა, 24 წლის მამაკაცი, რომელიც ასევე ჩამოვიდა ჩინეთიდან, მაგრამ არა უხანიდან. ჩვენთან ამჟამად იმყოფება ახალგაზრდა ქალბატონი უხანიდან, ახალგაზრდა ვაჟი ჩინეთიდან და ორი ჩინელი ბავშვი - ტყუპი დები. მათ ჩაუტარდათ ყველა ის გამოკვლევა, რაც სტანდარტით გათვალისწინებულია შემჭიდროებულ, უმოკლეს ვადაში და გვაქვს ასეთი შედგები - რენდგენოლოგიური გამოკვლევით, არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა პნევმონია, ანუ ფილტვების ანთება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის 100 პროცენტიანი გარანტია, რომ მათ არ აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, მაგრამ მნიშვნელოვანწილად ამცირებს ალბათობას, რადგან პნევმონია არის მთავარი ნიშანი ამ ინფექციის. ჩატარებული ვირუსოლოგიური გამოკვლევით, ორ მათგანს, ბავშვებს აღმოაჩნდათ „ა“ ტიპის გრიპი. დიდი ალბათობით, მათ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ აქვთ, თუმცა ჯერ რჩებიან სტაციონარში, დაკვირვების ქვეშ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ უახლოეს დღეებში. რაც შეეხება იმ ქალბატონს, რომელიც უხანიდან, უშუალოდ ამ ინფექციის კერიდან ჩამოვიდა, მას რენდგენოლოგიურად პნევმონია არ აქვს, ვირუსული გამოკვლევების შედეგები კი, ვინაიდან ის გვიან საღამოს მოვიდა, ჯერ არ ვიცით, ის 12-24 საათის შემდეგ, ანუ ხვალ გვეცოდინება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რა განმარტებას აკეთებენ საქართველოში

LIVE "ნიუსრუმიდან": ელის თუ არა საქართველოს საფრთხე კორონავირუსის გამო? - ინფექციონისტის რეკომენდაციები