თანამედროვე დრამა "წერეთლის" სკვერში - "ღმერთს ვეხვეწები, მე მომკლას, ოღონდ დედაჩემს და ჩემს შვილს ჭერი გაუჩინოს"

თანამედროვე დრამა "წერეთლის" სკვერში - "ღმერთს ვეხვეწები, მე მომკლას, ოღონდ დედაჩემს და ჩემს შვილს ჭერი გაუჩინოს"

ბებია, დედა და შვილიშვილი ოთხ თვეზე მეტია, რაც მეტრო "წერ­­ე­თლის" სკვერში ცხოვრობენ, სხვა თავშესაფარზე ოცნებაც­ აღარ შეუძლიათ. მათ შესახებ ახლობელმა გამაგებინა, - სამ ქალს ზეზეულად ეძინა ერთ სკამზეო.

წავედი და არ დამხვდნენ. პოლიციელმა სკვერის მოპირდაპირე კორპუსისკენ მიმითითა, - შუადღისას მზე ისე აცხუნებს, აქ ვერ ძლებენ და იმ კორპუსის ეზოში გადადიანო.

ასე შევხვდი დღევანდელი ცხოვრების ხიზნებს.

მათგან ყველაზე ახალგაზრდამ ცრემლმორეულმა მთხოვა, - ფო­ტოს­ ნუ გადამიღებ, ყველაფერი კი დავკარგე, მაგრამ სირცხვილის გრძნობა დამრჩა, უნივერსიტეტის მეგობრები ამომიცნობენ და თავს მოვიკლავო.

ამის თქმაზე სკამზე ჩამოძინებულმა მისმა მოხუცმა ბებიამ თვალი გაახილა და ატირდა,­ - ასე რატომ დავისაჯეთო...

თანამედროვე დრამა თამარ კოკაიამ ტირილით მიამბო...

- ჩვენ, სამივენი - დედაჩემიც, ჩემი შვილიც და მეც სულ ამ კითხვას ვუტრიალებთ - როგორ, რატომ მივედით აქამდე... თუმცა, დედაჩემი და ჩემი შვილი რა შუაში არიან, ყველაფერში მე ვარ დამნაშავე, ჩემ გამო დაკარგეს ჭერი...

მე გავუმწარე სიბერე დედაჩემს, დავ­უნგრიე მომავალი შვილს. ხუთი თვეა, ქუჩაში ვცხოვრობთ და ვის დავე­მალებით?

ღმერთს ვეხვეწები, მე მომკლას, ოღონდ დედაჩემს და ჩემს შვილს ჭერი გაუჩინოს...

- რა მოხდა...

- წერეთლის პროსპექტზე ოროთახიანი ბინა დედაჩემმა მუხლჩაუხრელი შრომით მიიღო. რაც შემეძლო, მეც ვშრომობდი,­ ორი გოგონა გავზარდე და თავი არ დამ­იზოგავს, რომ გზაზე დამეყენებინა... ჭკვ­იანი­ ბავშვები არიან, განათლებაც მიიღეს,­ ურჩნი არასდროს ყოფილან, ნეტავ ყოფილიყვნენ და იმ საშინელი გადაწყვეტილების მიღებისას შემწინააღმდეგებოდნენ, რომ ბინა იპოთეკარისთვის არ მიმეცა...

- ასეთი რა გაგიჭირდათ, რომ თქვენი შვილების ჭერი იპოთეკარს ანდეთ?!

- საბავშვო ბაღში ვმუშაობდი მზარ­ეულად. ქალურმა დაავადებამ სისხლისგან დამცალა. ოპერაციის ფული სამი შვილის პატრონმა დეიდაშვილმა გამომიტანა ბანკიდან. ფეხზე რომ წამოვდექი, სხვას ხომ არ გავაუბედურებდი, - 240 ლარი ხელფასი მქონდა და 210 ლარს ბანკში ვიხდიდი. დედის პენსიის ამარა დავრჩით. ასე ცხოვრება შეუძლებელი იყო. ერთმა შვილმა ოჯახი შექმნა, მეორემ სამსახური ვერ იშოვა. ამასობაში ჩემმა ნათესავმა მითხრა, - თამარ, ხომ იცი, ჩემს ახლობელს წარმატებული ბიზნესი აქვს, ახლა რესტორანს ხსნის და ფული სჭირდება. ჩადე შენი ბინა იპოთეკაში და ფული კანონიერად, ნოტარიუსით მიეცი სესხად, ის თავისი ბიზნ­ესით არა მარტო იპოთეკარის სესხს გადაიხდის, ყოველთვიურ მოგებასაც მოგცემს­ და თავს ირჩენო. დავყაბულდი. იპოთეკარმა სესხად 18 000 დოლარი მომცა. სესხი კანონმდებლობით გავაფორმე და გული დავიმშვიდე.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია