რამდენიმე მიზეზი, რაც უშვილობას იწვევს და რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

რამდენიმე მიზეზი, რაც უშვილობას იწვევს და რაც ყველა წყვილმა უნდა იცოდეს

როგორც მედიკოსები ამბობენ, ყოველი მეათე წყვილი უნაყოფობის პრობლემას უჩივის. არსებობს ტერმინები - "ქალთა უნაყოფობა" და "მამაკაცთა უნაყოფობა", მაგრამ სპეციალისტების თქმით, ისინი საკმაოდ პირობითია, რადგან, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, იზოლირებულად არც ქალისა და არც მამაკაცის უშვილობის განხილვა არ შეიძლება. ზოგადად კი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დადგენილების თანახმად, თუ ქალი ერთი წლის განმავლობაში რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ არ დაორსულდა, უშვილოდ მიიჩნევა და ამიტომ ექიმს უნდა მიმართოს. უშვილობას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს:

ცხოვრების პირობების გაუარესებამ და ეკოლოგიურმა ცვლილებებმა ყველაფერზე მოახდინა გავლენა, რაც რიგ შემთხვევაში უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები კი არ იკლებს, პირიქით იმატებს, რამაც შეიძლება უშვილო წყვილთა მატება გამოიწვიოს.

ქალებში უნაყოფობის მიზეზი უფრო მრავალმხრივია, ვიდრე მამაკაცებში, რადგანაც ქალის ორგანიზმმა სრულფასოვანი კვერცხუჯრედი უნდა წარმოქმნას და ჩასახვისა და ორსულობის წარმართვისთვის შესაფერისი პირობებიც შექმნას.

ენდოკრინული პრობლემების გამო წარმოქმნილი უშვილობა მეორე ადგილზეა, უნაყოფობის მიზეზებს შორის პირველი ადგილი უჭირავს სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებს, რომლებიც სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების (ე.წ. ვენერიული დაავადებები) შედეგია.

უბრალო გაციება უშვილობას ვერ გამოიწვევს. მან შეიძლება უკვე არსებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია გამოიწვიოს, მაგრამ თუ სასქესო ორგანოებში მოხვდა, მაგალითად, ჰეპატიტის ვირუსი ან რომელიმე სხვა ინფექცია, აუცილებლად სასქესო ორგანოების ანთებას წარმოქმნის და დიდი ალბათობით, შეიძლება საქმე უშვილობამდეც მივიდეს.

ამავე მექანიზმით უშვილობა შესაძლოა ნებისმიერმა ვირუსმა გამოიწვიოს, მათ შორის - მენინგოკოკმა და გრიპის ვირუსმაც კი, თუ მათ მოხვედრას თეორიულად სასქესო ორგანოებში დავუშვებთ.

უშვილობას იწვევს საშვილოსნოს მილების გამავლობის დარვევა. საშვილოსნოს მილი ფუნქციურად აქტიური ორგანოა, უბრალო მილი არ გახლავთ, არამედ იკუმშება, აქვს თავისი ფუნქცია. გაკვეთის შედეგად, ეს ფუნქცია ირღვევა და მისი აღდგენა ძნელია. ამიტომ მილის დახშობის მძიმე ფორმების დროს დაისმის კითხვა, - რა უფრო რენტაბელურია - გაკეთდეს ოპერაცია თუ განაყოფიერება პირდაპირ სინჯარაში ჩატარდეს?

აბორტი ორსულობის უხეში ლიკვიდაციაა. ამ დროს შესაძლოა, დაზიანდეს საშვილოსნოს კედელი, მილები და განვითარდეს მათი ანთება (ენდომეტრიტი), რაც შემდგომ ხელს შეუშლის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას. აბორტის დროს რეპროდუქციულ ორგანოებში ხშირად ინფექცია იჭრება და ანთება ვითარდება. გარდა ამისა, აბორტი იწვევს ენდოკრინულ ცვლილებებსაც. ყოველივე ამას კი ადამიანი უშვილობამდე მიჰყავს.

არსებობს პირველადი და მეორეული უშვილობა. პირველადს უნაყოფობას უწოდებენ, როცა ქალი სქესობრივი ცხოვრების განმავლობაში არც ერთხელ არ ყოფილა ორსულად; მეორეულია უშვილობა, როცა წინამორბედი ერთი ან რამდენიმე ორსულობის შემდეგ ქალი აღარ დაორსულებულა. ასევე, განასხვავებენ ქალის აბსოლუტურ და შედარებით უნაყოფობას, მაგალითად, საკვერცხეების ან საშვილოსნოს უქონლობას - ამ შემთხვევაში ორსულობა გამორიცხულია.

MKURNALI.GE-ს მიხედვით მოამზადა ლალი ფაციამ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია