საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი სწავლის დაწყების თარიღს თავად განსაზღვრავენ. ლია გიგაურის ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო გეგმის ადმინისტრაციულ ნაწილში შევიდა გარკვეული ცვლილებები. მათ შორის კერძო სკოლებისთვის სასწავლო კვირების მინიმალური რაოდენობა 34 კვირით განისაზღვრა. კერძო სკოლები თუ სწავლას გვიან დაიწყებენ სასწავლო წლის დამთავრება მათ საკმაოდ გვიან მოუწევთ.

დღეის მდგომარეობით, საჯარო და კერძო სკოლებში სულ დარეგისტრირებულია 46 660 მოსწავლე. განათლების სამინისტროს 820-მა მშობელმა მიმართა, რომელთაც შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, ანუ სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს პერიოდი გამორჩათ, ამიტომ 1 და 2 სექტემბერი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია