ქართველების და აზერბაიჯანელების დაპირისპირება ქობულეთში - ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა

ქართველების და აზერბაიჯანელების დაპირისპირება ქობულეთში - ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა

ქობულეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარი ჩხუბისას ოთხი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულები სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ფაქტზე მიმდინარეობს ძიება 19/108-ე მუხლით (მკვლელობის მცდელობა) და 239-ე მუხლით (ხულიგნობა). უწყების ინფორმაციით, ჯგუფური ჩხუბის დროს ერთმა პირმა მეორე მსუბუქად დაჭრა.

ქობულეთში ერთმანეთს ქართველები და აზერბაიჯანელები დაუპირისპირდნენ, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

ამასთან, სოციალურ ქსელებში რამდენიმე დღის წინ ჩხუბის ამსახველი ვიდეო გავრცელდა სახელწოდებით - "ქართველებისა და დაღესტნელების ჩხუბი ქობულეთში". როგორც ირკვევა, ვიდეო მასალაში არა ქართველებისა და დაღესტნელების, არამედ, ქართველებისა და აზერბაიჯანელების ჩხუბია ასახული.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია