ნატო-საქართველოს ურთიერთობების ქრონოლოგია 90-იანი წლებიდან დღემდე

ნატო-საქართველოს ურთიერთობების ქრონოლოგია 90-იანი წლებიდან დღემდე

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო), რომელიც შეიქმნა 1949 წლის 4 აპრილს, არის ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, რომლის მიზანია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება.

ნატო-ს ძირითადი ამოცანაა მისი წევრი ქვეყნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. იგი იცავს მოკავშირეების დემოკრატიის საერთო ფასეულობებს, პიროვნების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და უზრუნველყოფს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას. ნატო წარმოადგენს ფორუმს, სადაც მოკავშირეებს შეუძლიათ განიხილონ უსაფრთხოების საკითხები და ერთობლივად იმოქმედონ.

ნატო არის სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია, სადაც წევრი ქვეყნები ინარჩუნებენ სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ალიანსში ყველა გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ კონსესუსის საფუძველზე. ალიანსში გადაწყვეტილებების მთავარი მიმღები ორგანოა ჩრდილოატლანტიკური საბჭო, რომლის სხდომებს ნატო-ს გენერალური მდივანი ხელმძღვანელობს.

ნატო-ს უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს წევრი ქვეყნების დაცვა აგრესიისგან და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა განიხილება ყველა წევრზე თავდასხმად, რაც დამფუძნებელი ხელშეკრულების მეხუთე მუხლით არის გათვალისწინებული.

რაც შეეხება ნატო-საქართველოს ურთიერთობების ქრონოლოგიას, ასეთია:

1990-იან წლებში საქართველო ჩრდილო-ატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს წევრი გახდა, ამასთან 1995 წელს შეუერთდა პროგრამას "პარტნიორობა მშვიდობისათვი". ამავე წელს დაიწყო თანამშრომლობა განათლების სფეროში. 1996 წელს საქართველომ შეიმუშავა და წარადგინა ნატო-ში პირველი ინდივიდუალური პარტნიორობის პროგრამ.

1997 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა შეთანხმება "ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ"- (SOFA);

1997 წლის 30 მაისს შეიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭო (EAPC) და საქართველო გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი;

1999 წელს საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ოპერაციაში;

2000 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა «ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების წევრ ქვეყნებსა და «პარტნიორობა მშვიდობისათვის» პროგრამაში მონაწილე ქვეყნებს შორის მათი შეიარაღებული ძალების სტატუსის შესახებ» შემდგომი დამატებითი ოქმი;

2001 წლის მარტში დაინერგა ნატო-ს საერთაშორისო სამსახურთან რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების პრაქტიკა, რასაც ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

2002 წლის 21-22 ნოემბერს ქ. პრაღაში გამართულ ნატო-ს სამიტზე საქართველომ გააკეთა განცხადება ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში - «ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმაში» მონაწილეობის მიღების თაობაზე;

2002 წლის 28 დეკემბერს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ დაამტკიცა «საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა». პროგრამა შედგებოდა ხუთი ძირითადი ნაწილისაგან:1) პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები; 2) თავდაცვისა და სამხედრო საკითხები; 3) რესურსებით უზრუნველყოფის საკითხები; 4) უსაფრთხოების საკითხები; 5) სამართლებრივი საკითხები;

2003 წლის 14 მარტს ქ. ბრიუსელში გაიმართა ნატოსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მე-3 რაუნდი, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში;

2004 წლის აგვისტოში ნატო-ში ოფიციალურად გაიგზავნა საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა;

2005 წლის 2 მარტს ხელი მოეწერა შეთანხმებას «საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის ნატო-ს ძალებისა და ნატო-ს პერსონალისთვის მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერისა და ტრანზიტის უზრუნველყოფის შესახებ»;

2005 წლის 7-11 მარტს თბილისში იმყოფებოდა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის (IPAP) იმპლემენტაციის შუალედური შეფასების ჯგუფი. 2005 წლის 18 მაისს ქ. ბრიუსელში შედგა IPAP-ის იმპლემენტაციის შეფასების განხილვა;

2007 წელს საქართველომ უმასპინძლა NATO\PfP საჰაერო წვრთნებს "Cooperative Archer 2007".

2007 წლის 21 მარტს ნატო-ს შტაბბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს შეხვედრა NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო ფორმატში ნატო-ს პოლიტიკური კომიტეტის დონეზე, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტის მოგვარების საკითხებს. ამავე წელს "NATO-ს წევრი ქვეყნები+საქართველო" ფორმატში გაიმართა მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრა კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე;

2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.

2008 წლის 19 აგვისტოს, ნატო-ს შტაბ-ბინაში (ქ.ბრიუსელი) გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სპეციალური სხდომა საქართველოში განვითარებულ მოვლებთან დაკავშირებით;

2009 წლის 17 ივნისს, (ქ.ბრიუსელი) გაიმართა NGC-ის შეხვედრა პოლიტიკური კომიტეტის დონეზე დემოკრატიის საკითხებზე;

2010 წლის 19 თებერვალს საქართველოს ნატო-ში ინტეგარციის კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის სხდომაზე 2010 წლის წლიური ეროვნული პროგრამა - დამტკიცდა, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე ეკონომიკის განმტკიცების, განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვის, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და სხვა სექტორებში განსახორციელებელ რეფორმებს ასახავს.

2010 წლის 6 აპრილს შეიქმნა ნატო-საქართველოს პარლამენტთაშორისი საბჭო.

2011 წლის აგვისტოში საქართველოს ევროპაში ნატო-ს გაერთიანებული შტაბების მთავარსარდალი ეწვია .

2012 წლის სექტემბერში საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ეწვია.

2012 წლის ოქტომბერში საქართველომ დამატებითი ბატალიონი განათავსა ISAF-ის ოპერაციაში, რითაც იგი გახდა ნატო-ს არრა წევრი უდიდესი კონტრიბუტორი ქვეყანა

2013 წლის ივნისში საქართველოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი შედგა

2014 წელს უელსის სამიტზე მოხდა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით მიღწეული პროგრესის და ქვეყნის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილის ძალზე მკაფიო აღიარება. კიდევ ერთხელ დადასტურდა ალიანსის წევრების მხრიდან, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

2014 წლის უელსის სამიტზე ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად და ნატოში გაწევრიანების ხელშესაწყობად ალიანსმა საქართველოსთვის დაამტკიცა ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებების პაკეტი.

სრული ვერსია იხილეთ საიტზე natoinfo.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია