ქართველებმა საბერძნეთში მოხუცი წამებით მოკლეს? - დაკავებულია 7 ქართველი

ქართველებმა საბერძნეთში მოხუცი წამებით მოკლეს? - დაკავებულია 7 ქართველი

საბერძნეთის პოლიცია ამ დრომდე ეძებს ქართველ ცოლ-ქმარს, რომლებსაც კუნძულ იდრაზე მკვლელობა, ყაჩაღური თავდასხმა და ფულის გატაცება ბრალდებათ. ბერძნული მედიის ინფორმაციით, პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს მათი 7 თანამზრახველი.

ბერძენი სამართალდამცველების ინფორმაციით, ხელ-ფეხშეკრული 67 წლის მამაკაცი წამებისას გარდაიცვალა. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ კი დაბმულმა ქალმა პოლიციაში დარეკვა შეძლო. სამართალდამცველებმა მომხდარის ღამესვე დააკავეს 7 ქართველი, ორმა ბრალდებულმა კი, რომლებსაც საქმის მასალების მიხედვით 40 ათასი ევრო მიჰქონდათ, კუნძულიდან ათენში გადასვლა შეძლო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები ხანდაზმულ ცოლ-ქმართან ტავერნაში მუშაობდნენ და მათთვის ცნობილი იყო იმის შესახებ, რომ ფულს სახლში ინახავდნენ.

"კურიერი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ