20-22 აგვისტოს აგრილდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20-22 აგვისტოს აგრილდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20-22 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში აგრილდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში, მათ შორის თბილისში, შესაძლებელია ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ჩრდილოეთის მთიან რაიონებში: ფასანაურის, გუდაურის, სტეფანწმინადას მიდამოებში, ასევე, კახეთშიც შესაძლებელია უფრო ძლიერი წვიმა და სეტყვა. თუმცა, სინოპტიკოსები რაიმე სტიქიურ მოვლენებს არ ვარაუდობენ.

ხვალ კი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში იქნება ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

ხვალვე, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. კერძოდ, თბილისში დღეს 37 გრადუსი იყო, ხვალ კი 34 გრადუსი იქნება. 20-22 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. შესაძლებელია სეტყვაც.

22 აგვისტოსთვის აღმოსავლეთ საქართველოს ბარში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 23-28 გრადუსი იქნება, თბილისში - 25 გრადუსი.

ხვალ დასავლეთ საქართველოში კი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 29-34 გრადუსი იქნება. ეს ტემპერატურა 22 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება. სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ დასავლეთ საქართველოში 24 აგვისტოდან აგრილდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია