თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად სახლების სარდაფები დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად სახლების სარდაფები დაიტბორა

თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად, საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში განუცხადეს, მაშველების გამოძახება ძირითადად გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონებიდან დაფიქსირდა. მათი ცნობით, ძირითადად დატბორილია იტალიური ეზოების სარდაფები, სადაც ამოტუმბვითი სამუშაოები ჩატარდა.

ამასთან, "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონიდანაც, სადაც ადგილობრივების ცნობით, დატბორილია ქუჩები, თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული რაიონიდან გამოძახება არ ფიქსირდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია