მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "დინამოს" პრეზიდენტი?

მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას "დინამოს" პრეზიდენტი?

თბილისში ჩატარებული უეფას სუპერთასის მატჩის შემდეგ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ გადადგომის შესახებ განაცხადა და იქვე მომდევნო არჩევნების თარიღიც დაასახელა - 3 ოქტომბერი. მომდევნო დღეებში პრეზიდენტობის მსურველებმა კანდიდატურების წამოყენება დაიწყეს და საარჩევნო რბოლის საწყისი პროცედურებიც დაიწყო.

გამოკვეთილი კანდიდატები არიან საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი - ლევან კობიაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი გენერალური მდივანი - რევაზ არველაძე. ასევე კანდიდატურა წამოაყენა სფფ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ, რომელმაც საარჩვენო კამპანია მშობლიურ გურიაში დაიწყო და ადგილობრივ ფეხბურთის მესვეურებს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის სიიდან ამოშლის შემდეგ, გაიჟღერა ლევან ყიფიანის სახელმაც. "დინამო თბილისის" პრეზიდენტის, რომან ფიფიას სახელს კი რატომღაც ჯერჯერობით არ ახსენებენ.

AMBEBI.GE-მ მიიღო წერილი, რომელშიც ავტორი ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის შესაფერის კანდიდატად რომან ფიფიას მიიჩნევს და ინტერესდება, მიიღებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას.

"დღეს ქართულ ფეხბურთში უამრავი პრობლემაა, როგორც მენეჯმენტის და ინფრასტრუქტურის, ასევე საბავშვო საფეხბურთო სკოლების არარსებობა. ამ სეგმენტის გამოსწორების გამოკვეთილი მაგალითი ჩვენ საფეხბურთო რეალობაში "დინამო თბილისია" - სტადიონით, საწვრთნელი ბაზით და აკადემიით, რომლის მაღალი ხარისხი ყველა სტუმარ გუნდსა თუ ფეხბურთელს აღუნიშნავს.

გარდა ამისა, კლუბი მოწონებას იმსახურებს სოციალური ქსელებში აქტიურობითა და მუდმივად განახლებადი ვებგვერდით.

2013 წელს, აკადემიის გახსნის შემდეგ, კლუბის სპორტული ფასეულობებიც გადაიხედა და დღეს ეს მიმართულებაც არამარტო ვიწრო კლუბის ინტერესს, არამედ ქვეყნის ფეხბურთსაც ემსახურება, ამას განვლილი სეზონებიც ამტკიცებს, სადაც "დინამოს" უმაღლეს ლიგაში ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ჰყავდა და მეტიც, სხვა გუნდებსაც ამარაგებდა ახალგაზრდა კადრებით.

საინტერესოა, რას ფიქრობს რომან ფიფია არჩევნებზე და აპირებს თუ არა მონაწილეობის მიღებას, ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფიგურაა დღევანდელ საფეხბურთო რეალობაში და ალბათ ერთ-ერთი ისეთი კანდიდატი იქნება, ვისი საარჩევნო პროგრამის უკან გაკეთებული საქმე დგას და არა მხოლოდ სიტყვები".

AMBEBI.GE შეეცადა რომან ფიფიასთან დაკავშირებას, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის საქართველოში არ იმყოფება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია