ჯეიმს აპატურაი - ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ძალიან დიდი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს

ჯეიმს აპატურაი - ძალიან მიჭირს იმის გაგება, როგორ შეიძლება ძალიან დიდი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს

მე ძალიან მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ შეიძლება ძალიან დიდი, ძლიერი რუსეთი საქართველოდან მომავალ სამხედრო საფრთხეს ხედავდეს, ამის წარმოდგენა ძალიან რთულია, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე არ ესმის რატომ არის საფრთხედ აღქმული საქართველოს და ნატო-ს ერთობლივი ნაბიჯები რუსი სამხედრო თუ პოლიტიკური ექსპერტების მიერ.

"ნატო-ს ლიმიტირებული პერსონალი, რომლებიც საქართველოში იქნებიან წარმოდგენილი, იმუშავებენ თავსებადობის გაზრდაზე.

თქვენი კონტრიბუცია ავღანეთში, ეს რატომ უნდა შეფასდეს რომელიმე ქვეყნის მიმართ მიმართულ საფრთხედ, არ ვიცი, არ მესმის. მე ვფიქრობ, რუსეთს არ მოსწონს პოლიტიკური სიგნალი, არ მოსწონთ, რომ საქართველო ერთგულია და გააგრძელებს სვლას დასავლეთისკენ. არ არიან კმაყოფილი იმით, რომ ნატო, ისევე როგორც ევროკავშირი, მიესალმება საქართველოს მიერ არჩეულ გზას, მხარს უჭერს და ეხმარება იმ არჩევანში, რომელსაც სუვერენული სახელმწიფო იღებს.

ჩვენ გვსურს თქვენი დემოკრატიული გზით არჩეული გზის მხარდაჭერა, რუსეთს არ მოსწონს ეს არჩევანი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი გამოწვეულია ამის გამო. ჩვენ ვერ ვაიძულებთ რუსეთს ეს გზა და არჩევანი მოიწონოს. შეგვიძლია, მათ ავუხსნათ, რომ ნატო-ს წარმომადგენლობა არ არის და ვერ იქნება უსაფრთხოების და სამხედრო კუთხით საფრთხედ რუსეთისთვის. გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენზეა დამოკიდებული ამ პოზიციის ასახსნელად. არ ვარ დარწმუნებული, რომ მათ ამ შეტყობინების მიღება შეძლონ, მაგრამ ჩვენ მაინც ვდილობთ ეს ნათელი გავხადოთ", - აღნიშნა აპატურაიმ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."