უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, აღნიშნულის მიზეზი სხვადასხვა სამუშაოს ჩატარებაა.

გლდანის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, მოსულიშვილის, შეშელიძის, ვეკუას, ხიზაბავრის, უწერის, ჯანჯღავას და ლიბანის ქუჩების მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ფონიჭალის და მარნეულის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, სარაჯიშვილის, გოძიაშვილის და იასამნის ქუჩების მცხოვრებლებს. ასევე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ ზურგოვანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ლვოვის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ლევანდოვსკის, ცხინვალის, ზემო ვეძისის, ყუშიტაშვილის და ვაზისუბნის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახიშვილის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, აბაშიძის, ნინოშვილის და ჩუბინაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, უბილავას, კასპის, ზურაბიშვილის, ნოსირის, წინანდლის, კობარეთის, ყვარლის, მთისძირის, ტვიშის, უშაკოვის, რატილის, მესხეთის, წალენჯიხის, ტოლენჯის და გეზათის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, ზესტაფონის და ხვინგიას ქუჩების მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია