23 აგვისტოს თბილისში რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს

23 აგვისტოს თბილისში რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს

საქართველოს დრიფტის ჩემპიონატის მესამე ეტაპთან დაკავშირებით 23 აგვისტოს, 11:00 საათიდან საღამომდე, თბილისში, რამდენიმე ავტობუსი განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დრიფტის ჩემპიონატი გაიმართება მერაბ კოსტავას ქუჩაზე (სააკაძის მოედნიდან - სპორტის სასახლემდე), რაც გამოიწვევს აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას. შესაბამისად, შეიცვლება მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მარშრუტები.

კერძოდ, მარშრუტი № 14, 29, 49, 51, 91, 92 და 150 იმოძრავებს შემოვლითი გზით: სააკაძის დაღმართი - მარჯვენა სანაპირო - თამარ მეფის გამზირი - გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით მოძრაობა განხორციელდება შემდეგნაირად: მერაბ კოსტავას ქ. - პეკინის ქ. - ვახტანგ ჭაბუკიანი ქ. - სააკაძის მოედანი (№ 92 და 150 მარშრუტი პეკინის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას გამზირზე).

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია