თანხების უქონლობის გამო ხვალიდან გრაკლიანზე გათხრები შეჩერდება

თანხების უქონლობის გამო ხვალიდან გრაკლიანზე გათხრები შეჩერდება

ძეგლის კვლევა და არქეოლოგიური გათხრები, თანხების უქონლობის გამო, ხვალიდან შეჩერდება. ამის შესახებ Qartli.ge-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა განუცხადა.

გრაკლიანის გორაზე, სადაც დღეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უძველესი წარწერის ნიმუში მოინახულეს, სადაც სტუდენტები უხელფასოდ მუშაობდნენ. ამჟამად, ექსპედიციას საკვების თანხაც კი არ აქვს. ამ დრომდე ხარჯებს უნივერსიტეტის ბიუჯეტი ფარავდა.

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ცნობით, ძეგლზე სამუშაოები 2016 წელს განახლდება. კერძოდ, 2015 წლისთვის გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია, რაც შეწყვეტას არ ნიშნავს.

ერთსტრიქონიანი წარწერა, რომელიც ლიჩელის ჯგუფმა იპოვა, 2700 წლის წინანდელია. წარწერა ძველი წელთ აღრიცხვის VII საუკუნით დათარიღებულ საკურთხევლის პოსტამენტზეა ამოტვიფრული. "სწორედ, ამ წარწერით დავადასტურებთ, რომ საქართველოში დამწერლობა 2700 წლის წინ დაიწყო." - ამბობს ვახტანგ ლიჩელი.

მინისტრის თქმით, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კულტურის მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმის მოწყობა უკვე დაიგეგმა. ამ დროისათვის ადგილზე უკვე დაწყებულია ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები, აღნიშნა მიხეილ გორგაძემ.

წყარო: qartli.ge

თსუ-ს პროფესორი - გრაკლიანის გორაზე ახალი აღმოჩენა მთლიანად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიის ერთ-ერთ მონაკვეთს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია