ცნო­ბილთა რჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ანუ რა­ტომ ჰქვი­ათ ჯი­პებს ან­ზო­რი და გუ­რა­მი

ცნო­ბილთა რჩე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი ანუ რა­ტომ ჰქვი­ათ ჯი­პებს ან­ზო­რი და გუ­რა­მი

თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქა ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ცნო­ბი­ლია, რომ ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს თა­ვის მან­ქა­ნას­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა აკავ­ში­რებს და მას ლა­მის ოჯა­ხის წევ­რად მი­იჩ­ნევს...

და­ვინ­ტე­რეს­დით, რას ფიქ­რო­ბენ ამის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ისი­ნი სი­ა­მოვ­ნე­ბით სა­უბ­რო­ბენ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე და მათ მო­დე­ლებ­შიც საკ­მა­ოდ კარ­გად ერ­კ­ვე­ვი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას გვერ­დი ვერც თბი­ლი­სურ სა­ცო­ბებს ავუ­ა­რეთ:

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

-მა­მა­ჩემს ყო­ველ­თ­ვის ჰყავ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი და ხა­ლი­სით გვემ­სა­ხუ­რე­ბო­და მეც და დე­და­საც. რო­დე­საც ასაკ­ში შე­ვი­და და ექი­მებ­მა გა­აფ­რ­თხი­ლეს, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­მო შე­ნი სა­ჭეს­თან ჯდო­მა არ შე­იძ­ლე­ბაო, საკ­მა­ოდ ად­ვი­ლად დათ­მო ოჯახ­ში მძღო­ლის ფუნ­ქ­ცია და მე გად­მო­მა­ბა­რა. გა­მო­გიტყ­დე­ბით, არას­დ­როს მქო­ნია გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი სურ­ვი­ლი, რომ აუცი­ლებ­ლად მან­ქა­ნა მყო­ლო­და. ალ­ბათ ამი­ტომ, ახ­ლაც არ ვოც­ნე­ბობ ჯიპ­ზე, სა­დაც ყვე­ლა­ზე მაღ­ლა ზი­ხარ და სხვებს ზე­მო­დან უყუ­რებ. სულ ორად ორი მან­ქა­ნა მყავს გა­მოც­ვ­ლი­ლი: "ჟი­გუ­ლი", რო­მე­ლიც მა­მამ და­მი­ტო­ვა და ჩე­მი შე­ძე­ნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც ახ­ლა მყავს და ძა­ლი­ან მომ­წონს. ეს ორი "სიყ­ვა­რუ­ლი" მყავ­და. ზო­გი­ერ­თი მან­ქა­ნა­საც წამ­და­უ­წუმ იც­ვ­ლის და ცოლ­საც, მაგ­რამ მე ამის აზარ­ტი არც მქო­ნია და არც მაქვს.

მომ­წონს თუ არა ქა­ლი სა­ჭეს­თან? -მომ­წონს, რად­გან ქალს, რო­მე­ლიც მან­ქა­ნის სა­ჭეს­თან ზის, სულ სხვა ხიბ­ლი აქვს. სხვა­თა შო­რის, მინ­დო­და, ჩემს მე­უღ­ლე­საც ეს­წავ­ლა მან­ქა­ნის ტა­რე­ბა, მაგ­რამ უარი მითხ­რა. ად­რე ქა­ლე­ბი ზედ­მე­ტად ფრთხი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ და თით­ქოს შე­ში­ნე­ბუ­ლი და­დი­ოდ­ნენ, ახ­ლა კი მათ შო­რის ძა­ლი­ან ხში­რად შეხ­ვ­დე­ბით კარგ მძღო­ლებს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვე­ღარც ხვდე­ბი, სა­ჭეს­თან ქა­ლი ზის თუ მა­მა­კა­ცი.

და­თო ოქი­ტაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

-ვიც­ნობ ხალხს, რო­მელ­საც მარ­თ­ლა სა­ო­ცა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს თა­ვის მან­ქა­ნას­თან: რეცხავს, აპ­რი­ა­ლებს და თავს ევ­ლე­ბა. მე ასე­თი რამ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია. ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვიტყ­ვი, რომ ვგიჟ­დე­ბი ჩემს მან­ქა­ნა­ზე და მის გა­რე­შე საქ­მეს ვერ გა­ვა­კე­თებ, თუმ­ცა, ვი­ცი ისე­თი ხალ­ხი, ვინც ლა­მის თა­ვის მან­ქა­ნა­ში იძი­ნებს და იღ­ვი­ძებს. ზოგს არც სახ­ლი აქვს, არც -კა­რი, მაგ­რამ მა­გა­რი მან­ქა­ნა ჰყავს და ამი­თაც ბედ­ნი­ე­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი მყავს, ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­ს­პორ­ტით მგზავ­რო­ბა, ავ­ტო­ბუს­ში, მეტ­რო­ში ჩას­ვ­ლა იმი­ტომ, რომ ხალ­ხ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მომ­წონს. ამას წი­ნათ ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი, სა­ჭეს­თან ვერ დავ­ჯე­ქი და სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სით ვიმ­გ­ზავ­რე... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია