როგორ ამახინჯებენ მშობლები ბავშვების სულებს - 5 ისტორია ფსიქოლოგის პრაქტიკიდან

როგორ ამახინჯებენ მშობლები ბავშვების სულებს - 5 ისტორია ფსიქოლოგის პრაქტიკიდან

ფსიქოთერაპევტი, რომლის ჩანაწერებსაც გთავაზობთ, ქართველი არ გახლავთ. ანუ მისი მონათხრობი ქართულ რეალობას არ ემყარება. სამაგიეროდ მისი თემა - რამდენს სცოდავენ მშობლები შვილების სულიერი სამყაროს ჩამოყალიბებაში - ჩვენთვისაც საინტერესოა. შეიძლება ეს ისტორიები მასობრივი არ იყოს, მაგრამ ზოგადად პრობლემა - არასწორი დამოკიდებულება ბავშვთან, მისი ცხოვრების უფროსების ინტერესებზე მორგება, დაუფიქრებელი და გაუმართლებელი სიმკაცრე ან პირიქით, განებივრება - ნამდვილად არის ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. წაიკითხეთ ეს ისტორიები. მათში ბევრი საგულისხმო დეტალია.

"მე ბავშვთა ფსიქოლოგი ვარ და მიმაჩნია, რომ საკმაოდ მძიმე სამუშაო მაქვს. სამუშაოს ჩემი პატარა კლიენტების მშობლები მიმძიმებენ, რომლებიც თავად უმახინჯებენ ბავშვებს ცხოვრებას. ყველა პრობლემა ხომ ბავშვობიდან იწყება, უფრო სწორად, მშობლებისგან. ბავშვის ყველა მარცხიც მათი ბრალია.

ვერ გეტყვით, მხოლოდ მე "მიმართლებს" ასე, თუ ჩემი კოლეგებიც ამ დღეში არიან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩემი პაციენტების ნახევარზე მეტს ერთი დიაგნოზი და პრობლემის მიზეზი აქვს - იდიოტი ოჯახის წევრები.

1. ოთხი წლის ბიჭუნა აგრესიულად იქცევა. თავს ესხმის ეზოში მოთამაშე ბავშვებს და უმცროს დას სცემს. დედამისთან 10-წუთიანი გასაუბრების შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა. ოჯახში უფროსებმაც არ იციან სიტყვები "მაპატიე", "გთხოვ", "გმადლობ", "ბოდიში". მათთვის ჩვეულებრივი ამბავია ერთმანეთთან ყვირილით და მუქარით საუბარი. "ერთს რომ შემოგცხებ" ბავშვთან ურთიერთობის ძირითადი ფრაზაა. ყველაზე თავაზიანი სიტყვა, რაც ამ ბავშვის მისამართით მშობლებისგან გავიგონე, "ენა ჩაიგდე, ტუტუცო" იყო. ოჯახის უფროსს, რომელიც პასპორტის მიხედვით 40 წლისაა, განვითარებით კი - 13-14-ის, კარგ ხუმრობად ეჩვენება, როცა ბავშვი ბებიას ყოველ სიტყვაზე პასუხობს "ბერდები და შტერდები"... ერთი სიტყვით, ბავშვს არაფერი სჭირს, უბრალოდ, მშობლებს ჰგავს.

2. ექვსი წლის გოგონას თავი ბიჭად მოაქვს და სხვებსაც არწმუნებს, რომ ბიჭია. გგონიათ გენდერული იდენტიფიცირების პრობლემაა? არაფერი მსგავსი. უბრალოდ, მშობლებს ბიჭი უნდოდათ და დაბადებიდან ჩასჩიჩინებენ "რა ცუდია, რომ ბიჭად არ გაჩნდი", "ნეტა შენ ბიჭი ყოფილიყავი"... ნებისმიერი სისუსტის გამოვლენაზე კი ასეთი რეაქცია აქვთ: "რა გოგოსავით სლუკუნებ"... ხოლო გოგონას თხოვნას, რომ ლამაზი კაბა უყიდონ, ასე აფასებენ: "რომ გაიზრდება, "ბოზი" იქნება". სხვათა შორის, გოგონამ ეს სიტყვა ძალიან კარგად იცის. უფროს ძმასთან შედარებით, ნამდვილად მეორეხარისხოვანი ადამიანია. გოგონას ორი გამოსავალი აქვს - ან სამუდამოდ შეეგუოს მეორეხარისხოვან ადამიანად ყოფნას, ან როგორმე გახდეს პირველხარისხოვანი. მან მეორე ვარიანტი აირჩია, რაც ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივი ქმედებაა.

3. პირველკლასელი მუდმივად ცდილობს ბავშვებს საცვალში ჩაუყოს ხელი, უკნიდან ეპარება, სქესობრივი აქტის იმიტირებას ახდენს და გოგონებს ეუბნება, სტრიპტიზი იცეკვონ. ამ თემებისადმი ინტერესი ადრეულ ასაკში საკმაოდ ღრმა პრობლემებზე მიუთითებს. ბავშვი ან გარყვნა ვინმემ ან სერიოზული ჰორმონული დარღვევები აქვს. ან სულაც ტვინის ქერქშია პრობლემა... სინამდვილეში რა აღმოჩნდა? მამამისი ბავშვის თანდასწრებით უყურებს პორნოვიდეოებს. რატომ? "მერე რა, ჯერ პატარაა და რას გაიგებს. თუ გაიგებს და მომავალი კაცია, გამოადგება", - მპასუხობს ეს ხისთავიანი და იკრიჭება.

4. ათი წლის გოგონა ბიჭებისადმი სიძულვილს ამჟღავნებს. ოდნავი მინიშნება თუნდაც თანაკლასელისგან, რომ ლამაზია, ჩხუბით და ცემა-ტყეპით სრულდება, რამდენიმე ბიჭს კომპლიმენტი გატეხილ თავად ან ცხვირად დაუჯდა. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი დედის ბრალია. მარტოხელა დედაა, რომელსაც ბედმა მძიმე ცხოვრება არგუნა. არც ერთი მამაკაცი 3 თვეზე მეტ ხანს მის გვერდით არ გაჩერებულა. ერთმანეთზე უარესები იყვნენ და ერთ-ერთი მათგანი სცემდა კიდეც გოგონას. თითქოს ეს საკმარისი არ იყო, "დაქალებივით ვართ. ყველაფერს ვუყვები, არაფერს ვუმალავ"... ანუ ბავშვი ადრეული ასაკიდანვე ისმენს კაცებზე კოშმარულ ისტორიებს - ვიღაცას ეჭვიანი ცოლი ჰყავს, რომელიც დედას უთვალთვალებს (ეს თვალთვალი დედას სახეზე 2 ნაკერით დასრულდა), ზოგი კი ისეთი ძუნწია, გროშს ვერ გააგდებინებ. გოგონამ ზეპირად იცის, რომელი კაცისგან რამდენი აბორტი აქვს დედას გაკეთებული და ა.შ. განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია