"მკვლელმა გიორგის დანით 26 ჭრილობა მიაყენა" - გოგონას გამო დაწყებული კამათის ტრაგიკული დასასრული

"მკვლელმა გიორგის დანით 26 ჭრილობა მიაყენა" - გოგონას გამო დაწყებული კამათის ტრაგიკული დასასრული

რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში, ღამის კლუბ "ტროპიკანკას" მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1986 წელს დაბადებულ გიორგი ნინიკური ცივი იარაღით გულმკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს. ეჭვმიტანილმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1995 წელს დაბადებული ახალგაზრდაა, რომელმაც დანაშაული აღიარა.

ანა, გარდაცვლილი გიორგი ნინიკურის მეგობარი:

- მკვლელი გიორგის სასტიკად გაუწორდა, დანით 26 26 ჭრილობა მიაყენა. ვარაუდობდნენ, რომ ეჭვმიტანალი მარტო არ იყო. ბიჭი შემზარავად იყო დასახიჩრებული, არ ვიცი, ასე რის გამო უნდა გაიმეტო ადამიანი. დედამისი ტიროდა, ვიცოდე მაინც რა ჩაიდინა ასეთი უპატიებელი, ასე რომ დამიკუწეს შვილიო... არადა, გიორგი არ იყო ის ბიჭი, ვინმესთვის რაღაც უპატიებელი გაეკეთებინა. ეჭვმიტანილზე, ანუ რეზოზეც თქვეს, ძალიან კარგი ბიჭიაო, სპორტსმენი ყოფილა, რამ გადაუტრიალა ასე ტვინი, არ ვიცი. ის არ ვიცი, სადაურია, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩვენთვის ან ვინმესთვის...

გაგრძელება

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ