როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად ორსულობის დროს - სასარგებლო რჩევები

როგორ ვიკვებოთ ჯანსაღად ორსულობის დროს - სასარგებლო რჩევები

ორსულობისა დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას. ამ პერიოდში რეკომენდებულია უმი და კულინარიულად დამუშავებული ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით - კომბოსტო, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, ჭარხალი, ყაბაყი, ლობიო, ბარდა, ფორთოხალი, ნიორი, თალგამი, საზამთრო, წითელი მოცხარი, აგრეთვე - შავი პური და ნიგოზი.

უმი კარტოფილისა და კომბოსტოს წვენი ხელს უწყობს ფეკალიების დარბილებას. საფაღარათო მოქმედება აქვს რძემჟავა პროდუქტებს - მაწონს, კეფირს, ასევე - ბურახს, მჟავე ბორშჩს, შჩის. სასარგებლოა მცენარეული ზეთი - დაშლისას ის წარმოქმნის ცხიმოვან მჟავებს და აძლიერებს პერისტალტიკას. შეგიძლიათ, დილაობით დალიოთ ერთი ჭიქა ცივი შაქრიანი წყალი, მიირთვათ 1 ცალი ბანანი ან ვაშლი. ბურღულეულიდან უპირატესობა მიანიჭეთ წიწიბურას, შვრიას, ხორბალს. ხორცი მიირთვით დღეში ერთხელ. თევზსა და ზღვის სხვა პროდუქტებს ალერგიის პროვოცირება შეუძლია, ამიტომ მათი მიღება კვირაში ერთხელ არის რეკომენდებული. მენიუდან ამოიღეთ შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, კაკაო, თეთრი პური,

მანანის ფაფა, შავი მოცხარი, წითელი მოცვი, შებოლილი პროდუქტები, კონსერვები. გთავაზობთ რამდენიმე კომბინაციას სალათისთვის:

  • მოხარშული ჭარხალი, მწვანე ბარდა, ნიგოზი, მწვანილი;
  • უმი კომბოსტო, კიტრი, პომიდორი, მოხარშული ლობიო, ვაშლი, მწვანილი;
  • უმი სტაფილო, წითელი მოცვი, ლეღვი, ჭერმის ჩირი, მწვანილი;
  • უმი ჭარხალი, სტაფილო, შავი ქლიავი, ქიშმიში, მწვანილი;
  • რძეში დამბალი შვრიის ბურბუშელა, ვაშლი, გახეხილი სტაფილო, ნიგოზი და ზეთი;
  • შავი ქლიავი, ნესვი, წითელი მოცვის ჩირი და თაფლი;
  • ლეღვი, ვაშლი, ჭერმის ჩირი, ნიგოზი და ალოეს წვენი.
ეს სალათები უმჯობესია მიირთვათ ღამით, ძილის წინ, 2-3 სადილის კოვზი. შეკრულობისას არანაკლებ ეფექტურია შავი ქლიავისა და ლეღვის ნაყენი. იგი ასე მზადდება: 10 ცალი შავი ქლიავი და ლეღვი გარეცხეთ, დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი. დაახურეთ თავზე და დილამდე დატოვეთ. ნაყენი მიიღეთ უზმოზე. 5-5 ცალი შავი ქლიავი და ლეღვი საუზმეზე მიირთვით. დანარჩენი - საღამოს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია